მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

რა სიახლეებს სთავაზობს „გურჯაანის ნაყინი“ ახალ სეზონზე მომხმარებლებს

news image

„გურჯაანის ნაყინი“ ახალ სეზონს ახალი გემოებით  ხვდება. როგორც Business Insider Georgia-ს „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანია  „აისი“-ში განუცხადეს,  2024 წლის ნაყინის სეზონისთვის ჟირაფ ჟოზესთან თანამშრომლობით  შეიქმნა ახალი საბავშვო ხაზი “ჟოზეს ნაყინი”, რომელიც ამ დროისათვის 4 სხვადასხვა სახეობით არის წარმოებული.

„ასევე, მომხმარებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავაბრუნეთ ქიშმიშიანი ნაყინი “ქებული”, ახალი, განახლებული შეფუთვით. ბაზარზე კვლავ რჩება ძველი და ნაცნობი სახეობებიც“, - განმარტავენ კომპანიაში.

„გურჯაანის ნაყინს“ მიმდინარე სეზონზე გასული წლის ცხელ სეზონთან მიმართებაში პროდუქციის ფასი ფაქტობრივად არ შეუცვლია.

„შარშანდელ, 2023 წლის სეზონს, დადებითად ვაფასებთ. ყოველწლიურად ვცდილობთ ბაზრის უკეთ ათვისებას და ეს გაყიდვებზეც პოზიტიურად აისახება. წელსაც უკვე თანამშრომლობა დავიწყეთ “მადაგონის” ქსელთან და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სხვა ქსელურ მაღაზიებთანაც. 2024 წელს უფრო დიდი მოლოდინები გვაქვს. ვიმედოვნებთ, კარგი ამინდებიც ხელს შეგვიწყობს“, - აცხადებენ „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანიაში.

ამ დროისთვის “ 30 დასახელების ნაყინს აერთიანებს. 

„ბაზარზე კონკურენცია დიდია, მაგრამ გურჯაანის ნაყინი თავის ნიშას არ კარგავს და უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ჩვენც ყოველ წელს სიახლეებს ვთავაზობთ მომხმარებელს, ვამატებთ ნაყინის ახალ სახეობებსა და არომატებს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, ბაზრის უკეთ ათვისება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებენ „აისი“-ში.

შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ნაყინს“ („აისი) ნაყინის წარმოების 50 წლიანი ტრადიცია აქვს.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა