დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ალპია“ წარმადობას ზრდის და „გაუდას“ ახალი სახეობის ყველის წარმოებას იწყებს

„ალპია“ წარმადობას ზრდის და „გაუდას“ ახალი სახეობის ყველის წარმოებას იწყებს

2024-05-10 11:16:00

შპს „სანთას“ დამფუძნებელი დარეჯან კანთელაძე, რომელიც ქვემო ქართლის, წალკის მუნიციპალიტეტში ფერმასა და რძის გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და  „ალპიას“ ბრენდით 5 დასახელების ყველს აწარმოებს, Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ წარმადობას ზრდის და „გაუდას“ ახალი სახეობის ყველის წარმოებას იწყებს.

„ყველის წარმადობა არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. წელს სიახლე გვაქვს და  საფრანგეთიდან პირველად შემოვიყვანეთ საქართველოში ნორმანდიული ჯიშის 30 ძროხა, რომელთაც ადაპტირება  არ უჭირთ ჩვენს კლიმატთან. ამ მსხვილფეხა პირუტყვის რძეს აქვს მაღალი ცხიმიანობა და ყველის წარმოებისთვის საუკეთესოა“, - ამბობს დარეჯან კანთელაძე.

მეწარმემ, ახალი პროექტის განხორციელება აგროსესხით სეძლო, რომლის მოცულობა 300 ათასი ლარია. დარეჯან კანთელაძე ამბობს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში „გაუდას“ ახალი სახეობის ყველის წარმოება დაიწყებს მწვანე და წითელი პესტოთი.

„წარმოებაში ახალი სახეობის ყველს ვამატებთ. ეს იქნება გაუდა პესტოთი. წელს ვიყავი შვეიცარიაში, საფრანგეთასა და ლატვიაში, იქ ვნახე ამ ტიპის ყველი, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე წარმოებაში ჩაშვება. გამოვიყენებთ წითელ და მწვანე პესტოს“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით „ალპია“ წარმოებაში დანადგარების კუთხით აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს და შესაბამისად ყველის ხარისხი მაღალია.

„1 კილოგრამი გაუდას ფასი 60 ლარი იქნება. ამ სახეობის ყველის დამზადებას სჭირდება ორი თვე. უნდა მოხდეს ყველის „დამწიფება“,  ტემპერატურის რეჟიმის დაცვა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი პროდუქტის რეალიზაცია“, - ამბობს დარეჯან კანთელაძე.

ადგილობრივ ბაზაზე „ალპიას“ ბრენდის ყველი „გუდვილის“ ქსელში, „ყველის სახლში“ და „ჯორჯიტაშია“ ხელმისაწვდომი.

ქვემო ქართლის, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანთაში მდებარე საწარმოს ფერმას 270 სული ძროხა ჰყავს და ყველსაც საკუთარი ფერმის რძით აწარმოებს. ზაფხულში ძროხები სანთას მფლობელობაში არსებულ საძოვრებზე ადგილობრივი 200 სახეობის ბალახით იკვებებიან, ზამთარში კი მათი რაციონი ამ საძოვრებიდან აღებული ბუნებრივი თივისგან შედგება, რომლის მისაღებად ფერმერი არანაირ დანამატს არ ხმარობს.

ცხადია, საქონელზე ზრუნვა ყველის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზეც აისახება, ამიტომაც სანთას მიერ წარმოებული გაუდას ტიპის მაგარ ქერქიანი ყველი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ასევე აშშ-ის, ჩიკაგოს შტატის ქსელურ მაღაზიებშიც.

სანთას ყველის საწარმოს წარმოების 15 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მისი მესაქონლეობის ფერმა კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორიას ითვლის. სანთას ქარხნულ ყველს გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ხარისხის ნიშანი აქვს მინიჭებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები