დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალტე უნივერსიტეტი ეკონომიკურ ფორუმზე სტუდენტების მიღებას აცხადებს

ალტე უნივერსიტეტი ეკონომიკურ ფორუმზე სტუდენტების მიღებას აცხადებს

2024-04-03 04:42:00

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც USAID/Georgia-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის განმავლობაში შესაძლებლებელია მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში და დებატებში შემდეგ საინტერესო თემაზე:

▪️ ტურიზმის რეფორმა;

▪️ გარემოსდაცვითი მმართველობა და წყლის რესურსები საქართველოში;

▪️ გაციფრულების რეფორმა (ეთიკური ხელოვნური ინტელექტი) AI;

▪️ კაპიტალის ბაზარი (Crowd Funding).

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია 25 წლამდე ასაკის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს საქართველოს მასშტაბით.

როექტი მიზნად ისახავს, აამაღლოს ახალგაზრდების ცნობიერება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების შესახებ და ხელი შეუწყოს მათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში.

მონაწილეობის მისაღებად სააპლიკაციო ფორმა არის ამ ბმულზე: https://bit.ly/4aA0bKf

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები