დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმს გამართავს

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმს გამართავს

2024-04-12 22:13:00

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც USAID საქართველოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის განმავლობაში სტუდენტებს, საქართველოს მასშტაბით, შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგ სესიებს, ჩაერთონ პანელურ დისკუსიებში და მიიღონ მონაწილეობა დასკვნით დებატებში. დებატების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • ტურიზმის რეფორმა;
  • გარემოსდაცვითი მმართველობა და წყლის რესურსები საქართველოში;
  • გაციფრულების რეფორმა (ეთიკური ხელოვნური ინტელექტი) AI;
  • კაპიტალის ბაზარი (Crowd Funding).

ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები, ტრენინგ სესიების შემდეგ, ეწვევიან ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი), ტურიზმის ეროვნული სააგენტო და საქართველოს პარლამენტი. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ თითოეული უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელს და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაციები აღნიშნულ საკითხებზე.

აპლიკაციების მიღების ეტაპზე ალტე უნივერსიტეტისა და USAID საქართველოს წარმომადგენლები ფიზიკურ შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა უნივერსიტეტში საქართველოს მასშტაბით (ქუთაისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ახალციხე) და დაინტერესებულ სტუდენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან პროექტის შესახებ.

ფორუმი მაისის თვეში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე ასაკის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.

დასკვნით ღონისძიებაზე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები ფორუმში მონაწილეობისათვის. თითოეულ მათგანს, დამატებით, ექნება შესაძლებლობა, გახდეს ეკონომიკური ფორუმის გუნდის წევრი და ჩაერთოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში როგორც სერტიფიცირებული ტრენერი.

პროექტი მიზნად ისახავს, აამაღლოს ახალგაზრდების ცნობიერება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების შესახებ და ხელი შეუწყოს მათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, დაინტერესებულმა სტუდენტებმა, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/4aA0bKf

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები