დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ალტერსოქსი“ ევროკავშირის სამ ქვეყანაში ექსპორტის გაზრდას გეგმავს

„ალტერსოქსი“ ევროკავშირის სამ ქვეყანაში ექსპორტის გაზრდას გეგმავს

2024-01-11 02:30:00

2023 წელს „ატერსოქსისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იტალიის ბაზარზე გასვლა. სტრატეგიული პარტნიორი გვყავს იტალიაში, რომელთანაც დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.

მეწარმის ინფორმაციით კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია იტალიის რამდენიმე ქალაქში: ფლორენციაში, პიზაში და ტოსკანას რეგიონში. 

ამასთან, ნინო მენთეშაშვილი განმარტავს, რომ „ალტერსოქსისთვის“  ახალი წელი ყოველთვის არის აქტიური პერიოდი. რადგან საკმაოდ კარგად პოზიციონირებს როგორც სასაჩუქრე პროდუქტი და საახალწლოდ იზრდება აქტუალობა და გაყიდვები.

„2024 წელს ვაპირებთ იტალიასთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაყიდვების გაფართოებას. წლის დასაწყისში გვექნება პარტნიორებთან შეხვედრას და შესაბამისად მიმდინარე წელსაც დავგეგმავთ. საფრანგეთი და გერმანიაა ჩვენი აქტიური ბაზარი და 2024 წელს ვეცდებით ამ მიმართულებით მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ გაყიდვები. ამ დროისთვის ექსპორტზე „ალტერსოქსი“ 10 ქვეყანაში იყიდება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნები. ადგილობრივ ბაზარზე დიდ სავაჭრო ცენტრში ვართ წარმოდგენილი. ვფიქრობთ, ელექტრონული კომერციის მიმართულებით გაფართოებას“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი. 

შეგახსენებთ, „ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც 8  წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.

დღეს „ალტერსოქსი“ თბილისის სავაჭრო ცენტრებში 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

საქართველოში წარმოებული წინდები საკმაოდ წარმატებით იყიდება ევროპის ბაზარზეც. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები