დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Amazon-ი Alexa-დან რამდენიმე ასეულ ადამიანს გაათავისუფლებს

Amazon-ი Alexa-დან რამდენიმე ასეულ ადამიანს გაათავისუფლებს

2023-12-10 19:00:45

Amazon-ი Alexa-დან სამსახურიდან რამდენიმე ასეულ ადამიანს გაათავისუფლებს

Amazon.com Inc ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში Alexa-ში, რომელიც ხმოვანი ასისტენტის შემუშავებაზე მუშაობს, რამდენიმე ასეული თანამშრომლის გაათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ CNBC  Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტის დანიელ რაუშის თანამშრომლებისთვის მიწერილი წერილის საფუძველზე გახდა ცნობილი. 

„ჩვენი ზოგიერთი აქტივობის გადამისამართებას ისე ვაკეთებთ, რომ უკეთესად მოერგოს ბიზნესის პრიორიტეტებს, მათ შორის AI რესურსების და ძალისხმევის გენერაციულ მაქსიმიზაციას“, - ნათქვამია წერილში.

სამსახურიდან გათავისუფლება შეეხება განყოფილების თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ინდოეთში.

ცოტა ხნის წინ  Amazon-მა გაათავისუფლა 27 ათასზე მეტი თანამშრომელი ან შეამცირა არაერთი წამგებიანი ინიციატივა.

2023 წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 71,5%-ით, 1,48 ტრილიონ დოლარამდე  გაიზარდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები