დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Amazon-ის შემოსავალი გაიზარდა

Amazon-ის შემოსავალი გაიზარდა

2023-08-08 18:16:55

ამერიკულმა ელექტრონული კომერციის გიგანტმა Amazon-მა გამოაქვეყნა ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

კომპანიის შემოსავალი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 11%-ით გაიზარდა და  $134,4 მილიარდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის წმინდა გაყიდვები 2022 წლის მეორე კვარტალში 121,2 მილიარდი დოლარი იყო.

Amazon-ის წმინდა მოგებამ მეორე კვარტალში 6,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 2 მილიარდი დოლარის დონეზე იყო.
ელექტრონული კომერციის გიგანტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოგებამ თითო აქციაზე 65 ცენტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ აქციაზე 20 ცენტი დაკარგა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები