დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Amazon-მა  საწარმოს პატრულირებისთვის მცველი-რობოტი შექმნა

Amazon-მა  საწარმოს პატრულირებისთვის მცველი-რობოტი შექმნა

2023-11-22 18:00:27

კორპორაცია Amazon-მა საწარმოს პატრულირებისთვის მცველი-როიბოტი შექმნა. მიუხედავად მნიშვნელოვანი ამოცანისა, Astro for Business არ ჰგავს ტერმინატორს, არამედ რობოტ ვალლის. მას შეუძლია ავტონომიურად გადაადგილება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეიძლება მოექცეს ოპერატორის დისტანციური მართვის ქვეშ.

Astro for Business აღჭურვილია ღამის ხედვის HD კამერით, უზრუნველყოფს 24/7 რეალურ დროში კამერაზე წვდომას და ორმხრივ კომუნიკაციას. რობოტს შეუძლია შეტყობინებების გაგზავნა, თუ აღმოაჩენს უცხო ადამიანს, უცნაურ ხმას ან სხვა აქტივობას, რომელიც მას საეჭვოდ მიაჩნია.

აღნიშნული მოწყობილობა $2,350 ღირს, ამას ემატება ყოველთვე გამოწერის ხარჯები, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა სერვისების კომპლექტს. ინტერნეტში ხუმრობენ, რომ დაცვის ასეთმა თანამშრომელმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამნაშავეების შეჩერება შეძლოს. უფრო მეტიც, თავად Astro for Business შეიძლება გახდეს ქურდების მარტივი სამიზნე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები