დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესი მიდის - ლევან დავითაშვილი

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესი მიდის - ლევან დავითაშვილი

2023-09-04 16:15:38

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორი შერჩეული არ გვყავს, თუმცა პროცესი მიდის და ინვესტორის შერჩევა მოხდება - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„პროცესი მიდის გეგმის მიხედვით, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ფაქტორების გარეშე. ჩვენ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით, უბრალოდ პროექტის განხორციელების ეფექტურობიდან გამომდინარე, ჩვენ ფრთხილად ვართ კომუნიკაციის ნაწილში. მაგრამ მიმდინარეობს ძალიან საინტერესო და ინტენსიური სამუშაო პროცესი სამინისტროს შიგნით. ჩვენ გვყავს დაქირავებული საერთაშორისო კომპანია, რომელიც მუსაობს ინვესტორის შერჩევაზე. როემლიც შესაძლოა პოტენციური ოპერატორიც იყოს სახელმწიფოსთან ერთად, ოღონდ მინორიტარული პარტნიორი თანამშრომლობისას ანაკლიის პორტში და მეორე - იცით სახელმწიფო კომპანია, რომელიც პარალელურად მუშაობს და აქაც გვყავს საერთაშორისო საკონსულტაციო ტექნიკური საექსპერტო კომპანია აყვანილი, რომელიც მუშაობს, არსებული პროექტის შეფასებაზე და მას შორის სამშენებლო კონკურსის პირობების  ჩამოყალიბებაზე, იმისთვის რომ ჩვენ პარალელურად შევძლოთ სამუშაოების დაწყება, იმ უნივერსალურ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ნებისმიერი კონფიგურაციისთვის გამოსაყენებელი იქნება, აქ ვსაუბრობ ძირითადად საზღვაო ნაწილზე. ეს პროცესი უნდა დავიწყოთ უკვე წლის ბოლომდე“, - განაცხადა მინისტრმა.

მსივე თქმით, სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ ანაკლიის განვითარება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით მოხდეს.

„ეს ორი პროცესი 2024 წელს გადაიკვეთება, როცა საერთაშორისო შერჩევის პროცესი საკმაოდ გრძელია. ჩვენ ალბათ წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში გვეყოლება გამორჩეული პარტნიორი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

2023 წლის 20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. 

ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც  სახელმწიფო 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები