დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში რუსული კომპანიები არ მონაწილეობდნენ - ლევან დავითაშვილი

ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში რუსული კომპანიები არ მონაწილეობდნენ - ლევან დავითაშვილი

2023-09-22 13:24:25

 

ამ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ, - ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია კონკურსის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, რომელთაგან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია. 

„მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და მეორეა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი კომპანიათა ჯგუფი.

რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების წარმოდგენის ეტაპი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რათა მათი მხრიდან წინადადებები მივიღოთ და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე, ხარისხზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

ამ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, სხვა ქვეყნის ინტერესი, გავლენა არ დომინირებდეს, პროექტი იყოს საქართველოს ინტერესებზე და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები, ეს პორტიც, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის ინტერესებს, სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება. როცა კომერციულ და სტრატეგიულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა კომერციული კუთხით იყოს კონკურენტი და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები