დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებზე ოპონენტების არგუმენტი არასერიოზულია - შალვა პაპუაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებზე ოპონენტების არგუმენტი არასერიოზულია - შალვა პაპუაშვილი

2023-09-01 14:31:07

არასერიოზულია არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ოპონენტებს, თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებს იწუნებენ აუდიტის სამსახურთან შედარებით, პირიქით ამ ორს თუ შევადარებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოვისმინეთ შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ არის გარკვეული პრეტენზიები, გამომდინარე იქიდან რომ ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურით არ არიან კმაყოფილები. ყველას შევახსენებ, როგორ ხდება შერჩევა - შეიქმნა კომისია, რომელშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ყოფილი სახალხო დამცველის წარმომადგენელი შედიოდა და ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატურები, რის შემდეგაც პრემიერმა დანიშნა შესაბამისი ხელმძღვანელი. იყო აბსოლუტურად ინკლუზიური და კანონით გაწერილი პროცესი. როცა საუბარია აუდიტის სამსახურზე - შევახსენებ ყველას, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ახლახან ავირჩიეთ, მისი არჩევის პროცედურა იყო შემდეგნაირი: მას ერთპიროვნულად წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი კომისიების გარეშე და პარლამენტი ირჩევს ხმების უმრავლესობით. ასე რომ არასერიოზულია არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ოპონენტებს, თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურებს იწუნებენ აუდიტის სამსახურთან შედარებით, პირიქით ამ ორს თუ შევადარებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო, იმიტომ რომ შერჩევის პროცესში ჩართული იყო სახალხო დამცველიც და არასამთავრობო სექტორიც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები