დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არ დავუშვებთ დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ დაგეგმილ არეულობასა და დესტაბილიზაციას - ირაკლი ღარიბაშვილი

არ დავუშვებთ დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ დაგეგმილ არეულობასა და დესტაბილიზაციას - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-10-02 14:17:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა. 

რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას და გავუმხილეთ ის ჩანაფიქრი, რომელიც აქვს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს. რომლებსაც აქვთ დახმარება ქვეყნის საზღვრის გარეთ და მათაც აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. 

შემაშფოთებელია ის ფაქტი,რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია ხელოვნებისა და კულტურის სფეროს განვითარებით და ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. 

ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ვერ ისწავლეს, ანალიზს ვერ აკეთებენ, ამდენ დრო გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი. ახლა 2023 წელის და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. 

ჩვენ რა თქმა უნდა არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობასა და დესტაბილიზაციას. სახელმწიფო არის ძლიერი და დგას თავის სიმაღლეზე. 

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, რადგან დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით ჩამოვიდნენ ეს ადამიანები. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჩვენ მათ ოფიციალურ განცხადებას დაველოდებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იგივე თემაზე:

  USAID-ის პროგრამის ტრენერები თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ - სუს-ი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები