დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არ იცით, რა აჩუქოთ? ნახეთ საგაზაფხულო რეკომენდაციები SOLO ბუტიკიდან

არ იცით, რა აჩუქოთ? ნახეთ საგაზაფხულო რეკომენდაციები SOLO ბუტიკიდან

2024-03-02 14:14:00

გიზიარებთ ბლოგს: თუ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი ჯერ შერჩეული არ გაქვთ და ინსპირაცია გჭირდებათ, ამ ბლოგში გირჩევთ საჩუქრის 7 იდეას SOLO ბუტიკიდან, რომლიდანაც აუცილებლად შეარჩევთ ისეთ რამეს, რაც თქვენს ადრესატს უზომოდ გაახარებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი საჩუქარი ყოველთვის ყველას სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე განსაკუთრებულ დღეებს ეხება, მნიშვნელოვანია, ეს საჩუქარი დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყოს.

როცა რამე განსაკუთრებულს ვეძებთ, ვიცით, რომ SOLO ბუტიკს უნდა ვესტუმროთ, რადგან აქ შეგვიძლიAა ვიპოვოთ ისეთი რაღაცები, რასაც სხვაგან ვერ ვნახავთ – ბუტიკში ექსკლუზიური ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, სპეციალურად მარტისთვის კი ამ ბლოგში თავი მოვუყარეთ რამდენიმე იდეას, რაც საჩუქრების შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ.

BANGLE UP

BANGLE UP-ის ყველა პროდუქტი მაღალი ხარისხის მასალისგან მზადდება, დიზაინი კი დახვეწილი და გამორჩეულია. ბუტიკში ბრენდის სამკაულების მრავალფეროვანი კოლექციის შეძენას შეძლებთ. ბეჭდები, ყელსაბამები, საყურეები, სამაჯურები – თქვენი ადრესატისთვის შეგიძლიათ, ერთი ან რამდენიმე მათგანი (სეტი) შეარჩიოთ და ეს მნიშვნელოვანი დღეები მისთვის დაუვიწყარი გახადოთ.

GONGLI

საჩუქრის იდეად კიდევ ერთ გამორჩეულ ბრენდს – SOFIO GONGLI-ს გთავაზობთ. ქართულ ბრენდს მრავალფეროვანი და იშვიათი კოლექცია აქვს, რომლის მსგავსსაც სხვა ბრენდებში ვერ შეხვდებით. თუ თქვენს ადრესატს უყვარს სამკაულები და აქსესუარები, ამ ბრენდის ნებისმიერი ნივთი მას პირველივე ნახვაზე შეუყვარდება.

CRASH BAGGAGE

ჩანთა ყოველთვის გამორჩეული საჩუქარია, თან თუ ეს CRASH BAGGAGE-ის კოლექციიდანაა, უეჭველია, რომ მისი საჩუქრად მიღება ნებისმიერ ადამიანს დიდ სიხარულს მიანიჭებს. CRASH BAGGAGE სათავეს ვენეციიდან იღებს და ქმნის გამორჩეული დიზაინის მრავალფეროვან ჩანთებს – როგორც პრაქტიკულსა და ყოველდღიურს, ასევე, სამგზავროს.

GAGGIA

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყავის დალევა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილია, ალბათ, ძალიან ცოტა რამ შეიძლება იყოს ისეთი სასურველი, როგორც ყავის აპარატია – თან ასეთი კარგი. SOLO ბუტიკში შეგიძლიათ, თქვენი ადრესატისთვის იტალიური პრემიუმ ბრენდის GAGGIA-ს ყავის აპარატების შეძენა. ეს აპარატები სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვინც აფასებს ხარისხსა და დიზაინსა.

PIJAMA 

სოლო ბუტიკში ჩანთების მოყვარულებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდის, PIJAMA-ს პროდუქციაა წარმოდგენილი. 2006 წელს მილანში შექმნილი ბრენდი ფერად ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმოებს, მისი კონცეფცია კი მომხმარებლებისთვის განსხვავებული, პრაქტიკული და ყოველდღიური პროდუქტის შექმნას გულისხმობს. თუ თქვენი ადრესატი ლეპტოპის ჩანთას, ზურგჩანთას ან პატარა ჩანთას იყენებს, PIJAMA-ს ჩანთები მას აუცილებლად მოეწონება.

WINE

ალკოჰოლური სასმელი ასევე ერთ-ერთი გამორჩეული საჩუქარია, რომლის ჩუქებაც ადრესატისთვის შეგიძლიათ. SOLO ბუტიკში პოპულარული ბრენდების თეთრი, წითელი და ცქრიალა ღვინოების შერჩევა შეგიძლიათ. ბრენდებს, რომლებიც ბუტიკშია წარმოდგენილი, ღვინის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებლების მხრიდან დიდი ნდობა აქვთ.

ESHVI

დაბოლოს, სოლო ბუტიკში სამკაულების კიდევ ერთი პოპულარული ბრენდის, ESHVI-ს კოლექციის შეძენა შეგიძლიათ. ESHVI ფერადი, დამახასიათებელი და გემოვნებიანი საყურეებისა და ყელსაბამების ბრენდია, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს. თან ბუტიკში ამჟამად ESHVI-ს სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ბრენდის რამდენიმე ნივთი ერთმანეთს შეუხამოთ და თქვენს საყვარელ ადამიანს გამორჩეული საჩუქარი გაუკეთოთ.

იმედი გვაქვს, ეს იდეები დაგეხმარებათ, რომ მარტის დღესასწაულებზე თქვენთვის განსაკუთრებული ადამიანებისთვის დაუვიწყარი საჩუქარი შეარჩიოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ბუტიკში არჩევანი მრავალფეროვანია, შესაბამისად, სასაჩუქრედ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის შეძლებთ სასურველი ნივთის შერჩევას. როგორც უკვე ვთქვით, ნებისმიერი საჩუქარი ადამიანს ყოველთვის აბედნიერებს, მაგრამ თუ გინდათ, რომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ, უკვე იცით, სად უნდა შეარჩიოთ საჩუქარი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები