დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით 9 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი გვეხსნება - მინისტრი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით 9 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი გვეხსნება - მინისტრი

2023-10-04 17:28:43

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით,  დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი.

მინისტრმა თქვა, რომნ საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%.

„ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით,  45 ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი).

აღსანიშნია, რომ როგორც სამხრეთ კორეასთან და ასევე ისრაელთან  ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმი. კორეასთან  და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება  იგეგმება 2024 წლიდან“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები