დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არასოდეს დავივიწყებთ 11 სექტემბერს, მაშველების სიმამაცესა და ხალხის ერთობას - აშშ-ის საელჩო

არასოდეს დავივიწყებთ 11 სექტემბერს, მაშველების სიმამაცესა და ხალხის ერთობას - აშშ-ის საელჩო

2023-09-11 11:01:32

საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა 22 წლის წიმ ნიუ-იორკში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტს ეხმაურება. 

„22 წლის წინ მსოფლიო არნახული მასშტაბის ტერორისტულმა აქტმა დაადუმა. ამ ტრაგედიამ 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ნიუ-იორკში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში 6 000-ზე მეტი დააზარალა - დატოვა რა სამუდამო კვალი შეერთებული შტატებისა და მსოფლიო მეხსიერებაში.

არასოდეს დავივიწყებთ 11 სექტემბერს, მაშველების სიმამაცესა და ხალხის ერთობას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები