დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არის საფუძველი, რომ CFD აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიებთან მემორანდუმი გაფორმდეს - დავით ნარმანია

არის საფუძველი, რომ CFD აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიებთან მემორანდუმი გაფორმდეს - დავით ნარმანია

2024-04-23 14:00:00

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მეორე სიმძლავრის აუქციონის შედეგები, რაც იქნა განხილული და მოწონებული ეკონომიკური საბჭოს მიერ, არის საფუძველი იმისა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიებთან გაფორმდეს მემორანდუმები, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.

დავით ნარმანიას განმარტებით, აუქციონში გამარჯვებული კომპანიები უკვე შეძლებენ, რომ დეტალური პროექტები მოამზადონ და საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მშენებლობის შემდგომ ფაზაზე გადავიდნენ.

„ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიის მწვანე წყაროების განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანას სჭირდება ენერგია როგორც შიდა უზრუნველყოფისთვის, ასევე საექსპორტოდ. როცა ჩვენ მთელი რიგი თვეების განმავლობაში გვექნება ენერგიის დეფიციტი და  ენერგიის წარმოება ნაკლები იქნება მოხმარებაზე, ასეთ შემთხვევებში აღნიშნული წყაროები შექმნის თვითუზრუნველყოფისთვის დამატებით ენერგიას და ამასთანავე, გაჩნდება საექსპორტო ენერგია, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხითაც, რომ ქვეყანაში ენერგიის ექსპორტის შედეგად დამატებითი თანხები შემოვიდეს. 

ფასთა შორის სხვაობის მექანიზმმა შექმნა უზრუნველყოფის გარანტიები. ინვესტორმაც იცის, რას მიიღებს ყოველ წარმოებულ კვტ/სთ ენერგიაზე, ისევე როგორც საბანკო დაწესებულებებმა, რომელმაც უნდა დააფინანსონ ეს ენერგეტიკული პროექტები,  იციან რომ აღნიშნული პროექტის მშენებლობის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება პროექტიდან შემოსავლები და შესაბამისად უფრო ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას საბანკო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო.

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები