დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არქი“ მაიამის გარდა, მომავალში, სხვა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში - შიო ხეცურიანი

„არქი“ მაიამის გარდა, მომავალში, სხვა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში - შიო ხეცურიანი

2024-02-23 21:00:00

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს მომავალში,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განუცხადა. 

„არქი მაიამი“ 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. პროექტის ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად, თუ რა გახდა აშშ-ის ბაზარზე შესვლის მიზეზი და ხომ არ გეგმავს ევროპის ან მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე შესვლას? 

 „არქის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს.

„მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის პროექტების შემდეგ, ვთვლით, რომ „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. უშუალოდ ფლორიდის შტატი, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. ის დასაქმების დიდი შესაძლებლობებითა და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითაც გამოირჩევა.

ფლორიდაში მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მომავალი 15-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობთ, რამდენიმე წელიწადში ეს ტერიტორია უნიკალურ და მიმზიდველ ადგილად იქცევა როგორც ტურისტებისთვის, ისე ახალი მცხოვრებლებისთვის.

„არქი“ მაიამის გარდა, მომავალში გვაქვს გეგმაში სხვა პროექტების განხორციელება, როგორც აშშ-ში, ასევე სხვა ქვეყნებში“, - აცხადებს შიო ხეცურიანი. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები