დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არქის“ ერთ-ერთი გამოწვევა ციფრული ტრანსფორმაციაა - შიო ხეცურიანი

„არქის“ ერთ-ერთი გამოწვევა ციფრული ტრანსფორმაციაა - შიო ხეცურიანი

2024-03-14 10:33:00

არქის ერთ-ერთი გამოწვევაა ციფრული ტრანსფორმაცია, ამიტომ არ გამოვრიცხავ სქილვილში, რეზო თურნავას ფონდის მიერ დაფინანსებული სტუდენტები, მომავალში ვიხილოთ ჩვენს კომპანიაში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განუცხადა.

„არქი უკვე წელიწადზე მეტია თანამშრომლობს სქილვილთან. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიაში დასაქმებულებს საშუალება აქვთ მიიღონ 50%-იანი ფასდაკლება სქილვილში სწავლის დაწყების შემთხვევაში. დღეს ვუერთდებით სქილვილის ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება რეზო თურნავას სახელობის ფონდს ციფრული განათლების მიმართულებით. ძალიან საინტერესოა, და მნიშვნელოვანია, რომ სქილვილი ამ ახალი წამოწყებით და ფონდის მეშვეობით მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა ამ მიმართულებით მიიღონ შესაბამისი განათლება. ფონდი ხელს შეუწყობს, რათა ამ ადამიანებმა მიღონ შესაბამისი ცოდნა, კარიერული გზა გაიარონ და წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში“, - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა. 

მისივე თქმით, „არქისა“ და „სქილვილის“ თანამშრომლობა შედგა. კომპანიის თანამშრომლებმა გაიარეს ციფრული განათლების კურსები სქილვილში და რამდენიმე ამ მიმართულებით დასაქმდა.

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.

13 მარტს, სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად დაანონსდა ფონდის დაფუძნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები გაწევრიანდნენ. კომპანიებმა ხელმოწერით დაადასტურეს ფონდში გაწევრიანება და თავიანთი წვლილი ამ საქმეში.

რეზო თურნავა (1960 - 2024) პროფესიით ექიმი იყო. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედებას ეწეოდა, მის სახელს უკავშირდება არაერთი ადამიანისთვის ხელის გამართვა და გზაზე დაყენება, მათ შორის სწავლის დაფინანსება.

მისი გარდაცვალების შემდეგაც, ოჯახის გადაწყვეტილებით, გაგრძელდება ის საქმე, რომელსაც ის ისედაც ემსახურებოდა. რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, ახალგაზრდების განათლებას სრულად დააფინანსებს. ფონდს ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო პირები შემოუერთდებიან. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები