დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ 6G-ის დანერგვას 2030 წლისთვის ვარაუდობს

აშშ 6G-ის დანერგვას 2030 წლისთვის ვარაუდობს

2024-01-23 10:30:00

აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მეექვსე თაობის უკაბელო ქსელის (6G) დანერგვა დაახლოებით 2030 წელს დაიწყება.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საერთაშორისო საინფორმაციო და საკომუნიკაციო პოლიტიკის საკითხებში სტივ ლენგმა განაცხადა.

„შემდეგი თაობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, 6G, ვფიქრობ, მისი განხორციელება დაიწყება დაახლოებით 2030 წელს“, - თქვა მან ვაშინგტონში გამოსვლისას.

ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები ახლა 6G ქსელების სიხშირეებს ადგენს .

6G

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები