დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ს შემდეგ „კეთილი და პატიოსანი“ უკვე საფრანგეთის ბაზარზეც გამოჩნდა

აშშ-ს შემდეგ „კეთილი და პატიოსანი“ უკვე საფრანგეთის ბაზარზეც გამოჩნდა

2023-09-11 15:00:57

,,კეთილი და პატიოსანი" საექსპორტო არეალს აფართოებს. საფრანგეთი დასალევი ხილ-ბოსტნეული აშშ-ს შემდეგ უკვე საფრანგეთშიც იყიდება.

ქართულ ნედლეულზე დამზადებული დასალევი ხილ-ბოსტნეულის ახალი ფრანგული თავგადასავალი ქალაქ ანგულემიდან იწყება. როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ Business Insider Georgia- თან აღნიშნა, პირველი საცდელი პარტია გაშვებულია და ექვსამდე ობიექტშია წარმოდგენილი.

,,პირველი პარტია გავიდა, დავიწყეთ განთავსება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია მოწონებას დაიმსახურებს და კუთვნილი ნიშა ექნება, რაზეც მთელმა გუნდმა იმუშავა და ხარისხის კუთხით მაღალი შედეგი აჩვენეს. ქართული ბაზრის შემდეგ, გვინდა მსოფლიოშიც გაგვეცნონ. აშშ ამ მხრივ ჩვენი გაყიდვები საკმაოდ წარმატებულია და იგივე მოლოდინი გვაქვს საფრანგეთის მიმართაც. ჯერჯერობით დასალევი ხილისა და ბოსტნეულის რვავე დასახელების პროდუქცია გავუშვით ექსპორტზე. საწებლების ხაზი ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა ჩავუშვათ და მერე ქვეყნის გარეთაც მოვსინჯავთ ძალებს“, - ამბობს გიორგი ახალაძე.

მისი ინფორმაციით, ,,კეთილი და პატიოსანის“ დასალევი ხილსა და ბოსტნეულის ფასი საფრანგეთში 2,50 ევროა. ყაზახეთი სავარაუდოდ რიგით მესამე ქვეყანა იქნება, სადაც პროდუქცია გავა.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, მოლაპარაკება დაწყებულია და იმედოვნებს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ. „კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. გაიზრდება. კომპანია სეზონზე 500 ტონა ხილის გადამუშავებას გეგმავს, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 200 ტონით აღემატება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები