დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-სა და ევროზონაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, განაკვეთები საქართველოშიც გადაიხედოს - ვახტანგ ბუცხრიკიძე

აშშ-სა და ევროზონაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, განაკვეთები საქართველოშიც გადაიხედოს - ვახტანგ ბუცხრიკიძე

2024-03-25 16:11:00

TBC ბანკის გენერალურმა დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თუ საპროცენტო განაკვეთები ამერიკაში ან ევროპაში შემცირდება, შესაძლოა, საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთები გადაიხედოს.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება და ამას ექნება გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკური ზრდა წელს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში. ჩვენი მოლოდინი იყო 5,6%, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ, ეს უფრო პესიმისტური მოლოდინია და ზრდა უფრო მეტი იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე აშშ-ში როგორ განვითარდება ეკონომიკა, ევროზონაში როგორი იქნება საპროცენტო განაკვეთები და გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ განაკვეთების შემცირება მოხდება აშშ-სა და ევროპაში, შესაძლოა, განაკვეთის გადახედვა მოხდეს შემცირებისკენ“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ამასთან ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თუ რამდენით შემცირდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2024 წელს, პროგნოზირება რთულია.

„ქართული ბანკები ძირითადად ლოკალური დეპოზიტებით ფინანსდებიან, მნიშვნელოვანი ნაწილი კი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან იღებენ დაფინანსებას, ასევე ფინანსდებიან ევრობონდებიდანაც. ჩვენი დაფინანსება დამოკიდებული აშშ-ის საპროცენტო განაკვეთებზე და შესაბამისად საერთო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, საქართველოზე გავლენას ირიბად მოახდენს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები