დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა

2023-12-22 09:30:00

2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა.

თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.

მეორე ადგილზე გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გავიდა.

გუნდის წევრებმა, რომლებიც თბილისის 199-ე საჯარო სკოლის  მოსწავლეები არიან, შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში ნაბეჭდ ტექსტებს ბრაილის შრიფტში თარგმნის, რითაც ტექსტები უფრო ხელმისაწვდომია უსინათლოთათვის. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა – „Optical Visionaries”, რომელიც შედგება თბილისის და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გუნდის წევრებს „ლიბერთი ბანკი“ სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.

გარდა ამისა, კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა გუნდი – „Halove” და მისი წევრები, სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები დაასაჩუქრეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქპატენტი, ჯეოლაბი, აკადემია „ლეტერატო“ და კომპანია allmarket.ge.

წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ის მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 3 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

დაჯილდოების ცერემონიალში, რომელიც „რესპუბლიკაში“ გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გაასაჯაროვა, რომელიც თავის მხრივ კომპეტენტური ჟიურის წევრების მიერ იქნა გამოვლენილი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების განხორციელების წახალისებასა და STEM დარგების პოპულარიზაციას, რაც თანამედროვე ციფრულ სამყაროში აუცილებელია.

„დღეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ინოვაციური გამოგონებები, რომელიც ჩვენმა, ქართველმა ბავშვებმა შექმნეს. ეს იყო ნიჭის, შრომის და მონდომების ზეიმი, რაც ამ ბავშვებმა თავიანთ პროექტებში ჩადეს და გააკეთეს. რა თქმა უნდა საბოლოოდ გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები. თითოეულ მათგანს მინდა გულითადად მიულოცო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს და ყოველთვის დაუჭერს მხარს ამ მიმართულებას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ STEM განათლება დღეს მსოფლიოში ხდება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ეგება მთლიანად გლობალური ეკონომიკა. ამიტომ ჩვენი მთავრობისთვის და სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ასეთი წამახალისებელი კონკურსები და ბუნებრივია ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, დროს და ინვესტიციას დავუთმობთ STEM განათლებას საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით კი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და წლიდან წლამდე იზრდება კონკურსის მონაწილეების და შესაბამისად ახალგაზრდების ჩართულობა. 

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენ გამოვავლინეთ 3 ძირითადი გამარჯვებული გუნდი, რომელმაც წარმოადგინა წელს ინოვაციური პროექტები. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ნასას კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში მომავალ წელს,  მეორე ადგილზე გასული გუნდს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ასაჩუქრებს აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში, iD Tech ბანკში მონაწილეობით. ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდი, გაემგზავრება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით კი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და წლიდან წლამდე იზრდება კონკურსის მონაწილეების და შესაბამისად ახალგაზრდების ჩართულობა. 

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენ გამოვავლინეთ 3 ძირითადი გამარჯვებული გუნდი, რომელმაც წარმოადგინა წელს ინოვაციური პროექტები. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ნასას კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში მომავალ წელს,  მეორე ადგილზე გასული გუნდს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ასაჩუქრებს აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში, iD Tech ბანკში მონაწილეობით. ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდი, გაემგზავრება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში დღეისათვის 3,000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსი განკუთვნილია 16-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები ყოველწლიურად კიდევ უფრო საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს წარმოადგენენ“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“-ს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მათი გამოგონება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული მრავალი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. 

„ჩვენი გამოგონება იყო ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ მაღარო ყოფილიყო უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული. შესაბამისად ჩვენ შევძელით, რაც გამარჯვებითაც დადასტურდა და მოვიპოვეთ პრიზი და საზაფხულო ბანაკი ნასაში. ეს და სხვა პროექტები უზრუნველყოფს საქართველოს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული მრავალი პრობლემის მოგვარებას. შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობიდანვე ვიყოთ ამ საქმეში და ასევე ვიყოთ ფუძემდებლები“, - თქვა გიგი გამსახურდიამ. 

შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. მეორე ადგილზე გასული გუნდს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ასაჩუქრებს აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში, iD Tech ბანკში მონაწილეობით. მესამე ადგილზე გასულ გუნდი, კონკურსის გენერალური სპონსორის - ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს. EPAM Georgia, მის რჩეულ გუნდს, სასწავლო ვიზიტით ლიეტუვაში უმასპინძლებს.

2023 წელს, კონკურსი მეცხრედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 400-მდე მოსწავლემ მიიღო. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები