დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება II ეტაპზეა

ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება II ეტაპზეა

2024-04-16 13:55:00

გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა.

პირველ ეტაპზე გეგმარებითი არეალის ისტორიულ-გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-კულტურული კონტექსტი შეფასდა. საპროექტო ჯგუფმა არსებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები შეისწავლა, დაადგინა დაცული ტერიტორიების არეალები, შეაფასა მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ტყის ნაკვეთები, შეისწავლა სოფლის მეურნეობის მიმართულებები და მათი პოტენციალი. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, დაკონკრეტდა ვენახების გავრცელების მიკროზონის კონტური; განისაზღვრა ადგილობრივ და მეზობელ მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი გზების განვითარების პერსპექტივები; შესრულდა საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობის ანალიზი, მოხდა არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია. კვლევის ეტაპზე, დაზუსტდა კულტურული მემკვიდრეობის არსებული ძეგლების მდებარეობა და მათი ინდივიდუალური დაცვის ზონები.   

საპროექტო ჯგუფმა მოსამზადებელი კვლევების შედეგები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გეგმარებითი ერთეულის ტერიტორიის შუაგულში - სოფელ ბოშურში წარუდგინა. მომდევნო ეტაპზე, მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით ჯგუფი საპროექტო ტერიტორიის განვითარების ხედვას, სტრატეგიასა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასების დოკუმენტაციას შეიმუშავებს. 

ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მეორე ეტაპზე გადავიდა. პირველ ეტაპზე გეგმარებითი არეალის ისტორიულ-გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-კულტურული კონტექსტი შეფასდა. საპროექტო ჯგუფმა არსებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებები შეისწავლა. დადგინდა დაცული ტერიტორიების არეალები. განისაზღვრა მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი გზების განვითარების პერსპექტივები. დაზუსტდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინდივიდუალური დაცვის ზონები.   

საპროექტო ჯგუფმა კვლევის შედეგები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით განვითარების ხედვა, სტრატეგია და სიცოცხლისუნარიანობის შეფასების დოკუმენტაცია შემუშავდება.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები