დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „კოპწია“ ფართოვდება და სასაჩუქრე ბოქსების დამატებას გეგმავს

„აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „კოპწია“ ფართოვდება და სასაჩუქრე ბოქსების დამატებას გეგმავს

2024-03-13 16:00:00

ბავშვების ტანსაცმლის ბრენდი „კოპწია“ 2022 წელს შეიქმნა და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული დაფინანსების მიღების შემდეგ გაფართოებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-თან „კოპწიას“ დამფუძნებელი მარიამ თავდიშვილი ამბობს, „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, მანქანა-დანადგარები შეიძინა და 0-დან 8-10 წლამდე ბავშვებისთვის ტანსაცმელებსა და აქსესუარებს უკვე საკუთარ მცირე საწარმოში შეკერავს.

„კოპწიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბრენდის გაყიდვები იზრდება, რადგან მისი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ნაწარმი და ხელმისაწვდომი ფასია.

„კოპწიამ“ პირველი კორპორაციული შეკვეთები ახალ წელს მიიღო და პროდუქცია რამდენიმე პარტნიორ ატელიეში დაამზადა. თუმცა საკუთარი საწარმოს გახსნის შემდეგ, შეკვეთებს თავად შეასრულებენ.

„კოპწიას“ დამფუძნებელი გეგმავს ბიზნესის გაფართოებას. პროდუქციის შეძენა ონლაინ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით არის შესაძლებელი.

„დაფინანსების მიღებისა და საკუთარი საწარმოს გახსნის შემდეგ, ვაპირებ დიდების - „დედა-შვილის“ ხაზის დამატებას. ასევე ვგეგმავ სასაჩუქრე ბოქსების გაკეთებას ბავშვებისთვის, რომელშიც შევა პლედი ნაქარგით და სხვა და სხვა აქსესუარები“, - ამბობს მარიამ თავდიშვილი.

ამ დროისთვის საწარმოში სამი ადამიანია დასაქმებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა, თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდოს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები