დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანმა 2023 წელს მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა დაასახელა

აზერბაიჯანმა 2023 წელს მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა დაასახელა

2023-12-13 20:00:45

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, ოპერატიული მონაცემებით, აზერბაიჯანში ნავთობისა და კონდენსატის წარმოების მოცულობამ 27,6 მლნ ტონა შეადგინა, ექსპორტზე 23,1 მლნ ტონა გავიდა. 

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ "X"-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.

„აღნიშნულ პერიოდში წარმოებული 44 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირიდან ექსპორტირებულია 22,05 მილიარდი კუბური მეტრი, წარმოების ზრდამ 3,6 პროცენტი შეადგინა“, - წერს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 11.2%-ით გაიზარდა 2023 წლის 10 თვეში, რაც განაპირობა როგორც ფასების, ისე მოცულობის ზრდამ, რომელიც წლიურად 6.9%-ით არის მომატებული 2.4 მლნ კუბურ მეტრამდე.

საქართველოში 10 თვეში $336 მლიონის ღირებულების გაზის იმპორტი განხორციელდა. 

საქსტატის მონაცემებით, ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება წლიურად 22.2%-ით შემცირდა 2023 წლის 10 თვეში, რაც შედარებით იაფიანი საიმპორტო ბაზრების ათვისებამ განაპირობა. 

საქართველოში 10 თვეში $696 მლიონის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები