დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BAG: დასაქმების ბარომეტრის მზარდი დინამიკა მიმდინარე კვარტალშიც შენარჩუნებულია

BAG: დასაქმების ბარომეტრის მზარდი დინამიკა მიმდინარე კვარტალშიც შენარჩუნებულია

2023-10-12 02:51:16

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.9 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია როგორც წინა, ასევე გასულ კვარტლებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.

მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მშენებლობის სექტორის გარდა. აღნიშნულ სექტორში, მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, განპირობებულია მეორე კვარტალში დასაქმების მიმართულებით დაფიქსირებული ძალიან პოზიტიური მოლოდინით, რომელიც მესამე კვარტალში არ გამართლდა, მეტიც, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 9%-მა კადრების შემცირება დააფიქსირა აღნიშნულ კვარტალში. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული შემცირება გამოწვეულია კადრების გადინებით, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ საკადრო დეფიციტს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები