დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BAG-ის ორგანიზებულ კონფერენციაზე პრემიერი ბიზნესს მიმართავს

BAG-ის ორგანიზებულ კონფერენციაზე პრემიერი ბიზნესს მიმართავს

2024-02-29 12:34:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები. 

კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის წარმომადგენლები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკის სექტორებს მიმოიხილავენ.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ორი პანელური დისკუსია მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები და სექტორული მიმოხილვა, სადაც საუბარი შეეხება  ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ტურიზმს, საცხოვრებელ უძრავ ქონებას, ასევე FMCG-ის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და განათლებას. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

BAG

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები