დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტი პირველ კვარტალში 37%-ზე მეტით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტი პირველ კვარტალში 37%-ზე მეტით გაიზარდა

2024-04-17 09:00:00

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტი პირველ კვარტალში 37%-ზე მეტით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობამ აზერბაიჯანის მთავარი ნავთობსადენებით 9 მილიონ 664 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,72%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. .

სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 7,267,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი გადაზიდეს, რაც ნავთობის ტრანსპორტირების მთლიანი მოცულობის 75,2%-ს შეადგენს.

ამ პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში წარმოებულმა ნავთობმა, BTC-ის მილსადენით გაგზავნილი მთლიანი მოცულობის 80,7 პროცენტი ან 5,866,9 მილიონი ტონა შეადგინა. 19,3 პროცენტი ანუ 1,400,3 მილიონი ტონა ნავთობი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან გადმოიზიდა.

ამჟამად BTC ნავთობსადენით აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოდან ნავთობის და შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატის გატარება ხდება, ასევე ნავთობსადენით კომპანია SOCAR-ის ნავთობის გადაქაჩვაც ხორციელდება. BTC ასევე ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონის რიგი სხვა ქვეყნებიდან.

BTC ნავთობსადენის სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე.

BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.

BTC Co-ს აქციონერები. არიან: bp (30,1%); SOCAR (25%); MOL (8,9%); Equinor (8,71%); TPAO (6,53%); ENI (5%); Itochu (3,4%); ExxonMobil (2,5%); INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები