დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქოს აეროპორტში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

ბაქოს აეროპორტში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

2023-12-08 09:15:22

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორსო აეროპორტის მთლიანი მგზავრთბრუნვა 31,2 პროცენტით გაიზარდა და 5 მილიონ 301 ათასი ადამიანი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 4 მილიონ 40 ათასი ადამიანი იყო. ამ პერიოდში ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 45 ათასი რეისი განხორციელდა.

საერთაშორისო მიმართულებებზე გადაყვანილი მგზავრების 58,5 პროცენტი უცხოურ ავიაკომპანიებზე მოდის, რომლებმაც ამ პერიოდში 2 მილიონ 710 ათასი მგზავრი გადაიყვანეს.

ბაქოს აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის დანარჩენ ნაწილს აზერბაიჯანის ავიახაზები (AZAL) ახორციელებდა. ამ პერიოდში AZAL-მა საერთაშორისო რეისებზე 1 მილიონ 925 ათასზე მეტ მგზავრს და ნახჩევანის მიმართულებით 660 ათას მგზავრს მოემსახურა.

2023 წლის 11 თვის განმავლობაში ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ახორციელებდა 42 ავიაკომპანია, რომელთაგან 18 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. მათ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 43,4 პროცენტი იყო უცხოური ავიახაზების საერთო რაოდენობასთან შედარებით. ზოგადად, თურქეთის ავიახაზებმა, Georgian Wings-მა, Aeroflot-მა, Utair-მა და FlyDubai-მ ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები