დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქოს პორტში საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ცენტრი Shipping Line შეიქმნება

ბაქოს პორტში საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ცენტრი Shipping Line შეიქმნება

2023-11-25 10:00:24

ბაქოს პორტში იგეგმება საერთაშორისო გადაზიდვების Shipping Line ცენტრისა და მისი დეპოს შექმნა.

ამის შესახებ მედიას ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიებთან მიმდინარეობს და „წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს“.

ჰასანლის თქმით, ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირება არ შეიძლება რეგიონული კონტეინერებით მესამე ქვეყნებში: „კონტეინერები უნდა გადმოიტვირთონ და შემდეგ ხელახლა ჩაიტვირთონ გადაზიდვის ხაზის კონტეინერებში. ჩვენ ვქმნით Shipping Line ცენტრს, რათა უზრუნველვყოთ საქონლის უწყვეტი მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. Shipping Line-ს აქვს ცენტრები და დეპოები მთელს მსოფლიოში და შეუძლია კონტეინერების შენახვა ამ საცავებში“.

შეგახსენებთ, რომ Shipping Line არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კონტეინერების ლოგისტიკაში და ახორციელებს ტვირთების 95%-ის ტრანსპორტირებას მთელს მსოფლიოში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები