დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bank of America-მ ბანკებისთვის ხელოვნური ინტელექტის რისკები და სარგებელი შეაფასა

Bank of America-მ ბანკებისთვის ხელოვნური ინტელექტის რისკები და სარგებელი შეაფასა

2023-11-30 13:00:06

საბანკო სექტორში ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების გამოყენება სავსეა უპირატესობებითა და რისკებით, - წერს CoinDesk Bank of America-ს (BAC) ანალიტიკურ ანგარიშზე დაყრდნობით.

ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ინსტიტუტების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად დიდი პოტენციალი აქვს. BAC-ში მიიჩნევენ, რომ მოქმედებების ავტომატიზაცია და მონაცემთა დამუშავების დაჩქარება გამოიწვევს შემოსავლების ზრდას..

ბანკის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საბანკო სექტორში  AI-ს ფართოდ დანერგვა ხელშესახებ რისკებს შეიცავს. ტექნოლოგიური პროცესი გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის წვდომას მონაცემთა ფართო სპექტრზე, მათ შორის კონფიდენციალურ მომხმარებელთა ინფორმაციაზე, ოპერაციებსა და ტრანზაქციებზე.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი საკვანძო საკითხი უნდა იყოს საბანკო ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელების და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის ეპოქაში მნიშვნელოვნად დაჩქარდა ქონების ჩამორთმევის პროცესი. ამავდროულად, ფინანსურ მარეგულირებლებს ჯერ არ აქვთ „ახალი რეალობის ანტიდოტი“, - მიიჩნევს BAC.

 AI უკვე გამოიყენება მსხვილი ბანკების უმეტესობის მიერ, თუმცა გარკვეული სიფრთხილით. თუ ამ ტექნოლოგიას შეუძლია ფინანსური ინსტიტუტებისთვის ხელშესახები ეფექტურობის მოტანა და მომგებიანობის გაუმჯობესება, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები