დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბანკები, საფინანსო სექტორი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გამწევი ძალაა - ნათია თურნავა

ბანკები, საფინანსო სექტორი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გამწევი ძალაა - ნათია თურნავა

2024-01-31 13:02:00

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, ეს იყო ინვესტიციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელსაც ინვესტიციების როლი იქნება მაღალი, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„თუ დარგობრივ ჭრილში შევხედავთ, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ერთ-ერთი მამოძრავებელი ინდუსტრიები იყო კომუნიკაციები, IT სექტორი, რაც ძალიან გააქტიურდა და საკმაოდ მაღალია ამ სექტორში შრომის ანაზღაურება და შემოსავლები და დიდი ოდენობის დამატებითი ღირებულებაა მშპ-ში. ვაჭრობა ასევე და ასევე მშენებლობა. 

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში, რასაც საფინანსო სექტორი ახდენს. ჩვენი ბანკები, საფინანსო სექტორი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გამწევი ძალაა. წელსაც ველოდებით, რომ ეკონომიკურ ზრდაში თავის წვლილს შეიტანენ ინვესტიციები“, - აღნიშნა თურნავამ.     

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები