დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ხელოვნურ კუნძულს კარგად განვითარებული ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა ექნება, რომელიც შექმნის ახალ ლანდშაფტს და ინტეგრირებულ ეკოსისტემას მოსახლეობისთვის 

ბათუმის ხელოვნურ კუნძულს კარგად განვითარებული ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა ექნება, რომელიც შექმნის ახალ ლანდშაფტს და ინტეგრირებულ ეკოსისტემას მოსახლეობისთვის 

2024-04-03 13:29:00

კუნძულს ექნება კარგად განვითარებული ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის ახალ ლანდშაფტს და ინტეგრირებულ ეკოსისტემას მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას Ambassadori Batumi Island-ი ავრცელებს, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტს ახორციელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  

ბათუმის კუნძულის გენერალური განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, თანმიმდევრული დაგეგმარების მიმართულებით თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კომპანია ARUP ხელმძღვანელობდა პროექტირების რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპით:

ეკოლოგიური მდგრადი სატრანსპორტო სისტემა - მიკრო მობილურობა და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება წარმოადგენს ტერიტორიის ერთ-ერთ უპირატესობას. ელექტრომობილები, საზღვაო ტაქსები, სკუტერები, ელექტროავტობუსები, ველოსიპედები გადაადგილების მთავარი სატრანსპორტო საშუალებები იქნება.

სანაპირო ზოლის მომხიბვლელობა მთელი წლის განმავლობაში - გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება ბათუმის ახალი ტურისტული ცენტრი, სანაპირო ზოლი იქნება კუნძულის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მათ ექნებათ შესაძლებლობა დაკავდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით მთელი წლის განმავლობაში.

ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა - კუნძულს ექნება კარგად განვითარებული ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის ახალ ლანდშაფტს და ინტეგრირებულ ეკოსისტემას მოსახლეობისთვის.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები