დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბუნებრივი მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბუნებრივი მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს

15-04-2024 17:12:00

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბუნებრივი მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ FC Dinamo Batumi-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. სწორედ ამ მიზეზის გამო კლუბი საშინაო მატჩებს აჭარაბეთ არენაზე ვერ ჩაატარებს.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, ჩვენი გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საშინაო მატჩებს აჭარაბეთ არენაზე ვერ ჩაატარებს.

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბუნებრივი მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს, რის გამოც 11 მაისამდე მეტოქე გუნდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ვუმასპინძლებთ.

16 აპრილი

დინამო ბათუმი სამტრედია

21:00

გიორგი ლეონიძის #15

მატჩზე დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია FC Dinamo Batumi-ს განცხადებაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები