დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ახალაშენებული ბინები 3%-ით გაძვირდა და 1 კვ/მ-ზე ფასმა $926 შეადგინა

ბათუმში ახალაშენებული ბინები 3%-ით გაძვირდა და 1 კვ/მ-ზე ფასმა $926 შეადგინა

2024-03-12 10:00:00

თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 30%-ით, 1,120 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 25%-ით შემცირდა და 51 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში 2024 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19%-იანი კლება დაფიქსირდა.  

ბათუმში, თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა.

ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 664 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები