დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, სასტუმროების სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი დაიწყო

ბათუმში, სასტუმროების სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი დაიწყო

2023-07-05 13:06:15

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სასტუმრო კომპლექსების გეგმიური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.

ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვის 30-მდე სასტუმროს ჩაუტარდა. სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე მხოლოდ 1 ობიექტი დაჯარიმდა.

მონიტორინგის ფარგლებში სასტუმროს ნომრების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენური ნორმები, აგრეთვე კვებისა და სამრეცხაო ბლოკი მოწმდება.

შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

წლის ბოლომდე მონიტორინგი 200-მდე სასტუმროს ჩაუტარდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები