დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია - კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია - კახა კალაძე

2023-12-30 15:22:00

ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან და მას ნამდვილად შეუძლია ის, რომ მოახდინოს მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თუ გადავხედავთ წარსულს ყველა მიხვდება, თუ რამდენად რთული პერიოდი გამოვიარეთ, რამხელა სირთულეები იყო, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე ქვეყნის გარედან. პირდაპირ არ მალავდნენ ამ ყველაფერს თუ რისი სურვილი ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი გუნდი იყო ერთიანი და იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები დღესაც არსებობს, არსად წასულა, შესაბამისად, გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი. პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან და მას ნამდვილად შეუძლია ის, რომ მოახდინოს მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია. იმიტომ, რომ გამოწვევები არსად წასულა, დღესაც არსებობს ამ რთული მოცემულობის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, რაც იყო მისი მხრიდან ნახსენები, ეს არის ევროინტეგრაცია, რაც ძალიან რთული გზა არის და მოგვიწევს ბრძოლა ამ მიმართულებით“,- აღნიშნა კალაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები