დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბილ გეითსი 3-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას პროგნოზირებს

ბილ გეითსი 3-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას პროგნოზირებს

2023-11-27 04:02:53

Microsoft-ის თანადამფუძნებელი და მილიარდერი ბილ გეითსი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება საშუალებას მისცემს ადამიანებს გადავიდნენ სამდღიან სამუშაო კვირაზე.

ამის შესახებ მან What Now პოდკასტში განაცხადა, წერს Business Insider.

გეითსის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ადამიანებს არ შეცვლის, მაგრამ მათი წყალობით შესაძლებელია სამუშაო კვირა 3-დღიანი გახდეს. 

როდესაც გეითსს ჰკითხეს ამ კუთხით ხელოვნური ინტელექტის საფრთხეების შესახებ, თქვა, რომ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ადამიანებს „არ მოუწევთ იმდენი შრომა“.

”თუ თქვენ მოხვდებით საზოგადოებაში, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე გიწევთ მუშაობა, ეს ალბათ კარგი იქნება”, - თქვა მილიარდერმა.

მომავალში, მისი თქმით, შესაძლოა, „მანქანებმა შეძლონ ყველა საკვებისა და ნივთის წარმოება“ და ადამიანებს არ მოუწევთ კვირაში ხუთ დღეზე მეტი მუშაობა საარსებო მინიმუმის მისაღებად.

"მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დიდი იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი აღმოჩენა, როგორც პერსონალური კომპიუტერი", - დასძინა გაითსმა. 

გეითსი არ არის ერთადერთი ტოპ ბიზნესმენი, რომელიც პროგნოზირებს მოკლე სამუშაო კვირას. JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დიმონმა ადრე თქვა, რომ მომდევნო თაობის მუშაკებს ექნებათ მხოლოდ 3.5 დღიანი სამუშაო კვირა ხელოვნური ინტელექტის წყალობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები