დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესმა გაამართლა, რესტორნის სერვისზე მოთხოვნა თვიდან-თვემდე იზრდება - „ცაზე“

ბიზნესმა გაამართლა, რესტორნის სერვისზე მოთხოვნა თვიდან-თვემდე იზრდება - „ცაზე“

2024-05-10 18:00:00

ადგილობრივ სარესტორნო ბაზარზე ცაზე • Tsaze 5 თვის წინ გამოჩნდა, თუმცა ობიექტის ცნობადობა დღითი დღე იზრდება.

Busness Insider Georgia-თან რესტორნის დირექტორი,ზურაბ ჯიბლაძე, ამბობს, რომ მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა ობიექტის ლოკაცია.

„ბიზნესმა გაამართლა, რადგან ჩვენი რესტორნის სერვისზე მოთხოვნა თვიდან-თვემდე იზრდება. ჩვენი რესტორნიდან მოჩანს ძველი თბილისის პანორამული ხედები, გვაქვს მომსახურების მაღალი ხარისხი, გემრიელი კერძები და ბარი, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ კლასიკურ და საფირმო კოქტეილებს. ხშირად დარბაზი სრულად ივსება, 25 მაგიდაა სულ და გვიწევს მსურველებს უარი ვუთხრათ ჯავშანზე“, - ამბობს ზურაბ ჯიბლაძე.

„ცაზე“-ს დირექტორი ამბობს, რომ რესტორანს სტუმრობს ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელებიც. პროცენტული გადანაწილება ბოლო თვეების განმავლობაში 50-30%-ზეა, ხოლო 20% სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.

რაც შეეხება სამზარეულოს, მოთხოვნა ძირითადად ევროპულ კერძებზეა და უკვე ორჯერ მოხდა რესტორნის მენიუს განახლება.

რესტორანი „ცაზე“ მეხუთე სართულზეა, დანარჩენ სამ სართულზე კი სასტუმროა განთავსებული, სადაც 33 ოთახია, აქედან 4 ლუქსია, დანარჩენი კი სტანდარტული.

ზურა ჯიბლაძე ამბობს რომ მაის-ივნისში ჯავშნები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან განხორციელდა. თუმცა სასტუმროში ხშირად ჩერდებიან დსთ-სა და რეგიონიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

სასტუმროში ოთახის საშუალო ფასია 165 ლარი და 420 -ლარამდე იცვლება. ოთახის საფასურში შედის დილის საუზმე.

ცაზე • Tsaze მომხმარებლებს სთავაზობს ქართულ-ევროპულ, განახლებულ ქართულ სამზარეულოსა და ძირითადად ევროპულ კერძებს.

რესტორანი ცაზე • Tsaze 21 HOTEL-ის მეოთხე სართულზეა განთავსებული და ამდროისთვის ობიექტზე დასაქმებულია 15 ადამიანი. რესტორანს აქვს როგორც შიდა, ასევე გარესივრცეც. შიდა სივრცეში 50-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი, ხოლო გარე სივრცეში 30-ის.

„ცაზე“ ქართველი რესტორატორების მიერ დაფუძნდა  და ჯამურმა ინვესტიციამ სასტუმროსა და რესტორანში 4$ მილიონი დოლარი შეადგინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 წუთის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები