დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბორჯომში ევროპელი ტურისტების ვიზიტები შემცირდა - ,,ბორჯომი ვერდე“

ბორჯომში ევროპელი ტურისტების ვიზიტები შემცირდა - ,,ბორჯომი ვერდე“

2023-07-18 12:00:17

მოლოდინი, რომ წელს მთიან კურორტებზე მოთხოვნა გაიზრდება, ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ზღვის დაბინძურების საფრთხემ საზღვაო კურორტებზე მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა დიდი აქტიურობით მაინც და მაინც არც სამთო კურორტები გამოირჩევიან. როგორც Business Insider Georgia-ს ბუტიკ-სასტუმრო

„ბორჯომი ვერდეს“ მფლობელი ხატია მელიქიძე ამბობს, იკლო შიდა ტურისტების რაოდენობამ, განსაკუთრებით კი ევროპელი დამსვენებლების დეფიციტი შეიმჩნევა.

ხატია მელიქიძის თქმით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ევროპელი ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 90%-ით შემცირდა.

,,შარშან ამ პერიოდში გაცილებით მაღალი იყო დატვირთულობა როგორც ადგილობრივი მოქალაქეების, ასევე უცხოელების მხრიდან. განსაკუთრებით არაბული ქვეყნებიდან სჭარბობდნენ დამსვენებლები, წელს სიმცირეა. მართალია, აგვისტოში სრულ დატვირთულობას ველოდებით, ჯავშნები შევსებულია, მაგრამ ეს დიდად ვერ ცვლის მდგომარეობას, რადგან დანარჩენ პერიოდში სეზონი პასიურია.

განსაკუთრებით ევროპელი ტურისტების სიმცირეს განვიცდით. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ამ სეგმენტში დაახლოებით 90%-იანი კლებაა“, - ამბობს ხატია მელიქიძე.

რაც შეეხება ტარიფებს, სასტუმროში განთავსების ფასები 140-220 ლარის ფარგლებში (ნომრის კატეგორიიდან გამომდინარე) მერყეობს.

დღეის მდგომარეობით, სასტუმრო "ბორჯომი ვერდეში“ სხვადასხვა კატეგორიის 5 ნომერია -სტანდარტული, საოჯახო ტიპისა და ლუქსის ტიპის ორ ადგილიანი ნომრები.

თუმცა, როგორც მფლობელი ამბობს სასტუმრო ფართოვდება და მალე უფრო მეტი სტუმრის მიღებას შეძლებს. წლის ბოლოს სასტუმროს ერთი ლუქს ტიპის ნომერი დაემატება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები