დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Business Insider Georgia ახალ მიმართულებას და შესაბამისად, ახალ რუბრიკას BI & Analytics-ს ქმნის

Business Insider Georgia ახალ მიმართულებას და შესაბამისად, ახალ რუბრიკას BI & Analytics-ს ქმნის

2023-08-24 09:00:11

Business Insider Georgia ახალ მიმართულებას და შესაბამისად, ახალ რუბრიკას BI & Analytics (Business Intelligence & Analytics) ქმნის.

რუბრიკის მიზანია ფინანსურ ანალიზზე დაყრდნობით მკითხველს მიაწოდოს სანდო, ობიექტური ანალიტიკური მასალა.

რუბრიკა გააერთიანებს სექტორულ ანალიზს, შეაფასებს ბაზრის მონაწილეებს, მათ ძირითად შემოსავლის წყაროებს, ხარჯვით ცენტრებს, დაფინანსების საშუალებებს და ფულის მაგენერირებელი ერთეულებს.

მიმართულება ეფუძნება Economist Intelligence Unit-სა და Insider Intelligence/emarketer-ის კონცეფციას.

დღეიდან Business Insider Georgia-ს ანალიტიკის მიმართულებას, BI & Analytics (Business Intelligence & Analytics) რუბრიკის ფარგლებში პაპუნა გიქორაშვილი უხელმძღვანელებს.

პაპუნას ფინანსურ სექტორში მუშაობის მრავლწლიანი გამოცდილება აქვს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუბრიკის განვითარებაში.

ცნობისთვის, Business Insider Georgia  ონლაინგამოცემაა, რომელიც აშუქებს ეკონომიკისა და ბიზნესის ახალ ამბებს. ამასთან, ახალი ამბების მიღმა ეძებს და ქმნის საზოგადოებისთვის საინტერესო ნიუსებს, ანალიტიკურ სტატიებსა და ინტერვიუებს. ვებგვერდი იყენებს სანდო წყაროებს შესაბამისი კონტენტის შესაქმნელად. გარდა ჩამოთვლილისა, ბიზნესისა და ეკონომიკის ახალი ამბების გარდა, მკითხველს შესთავაზებს ექსპერტების ექსკლუზიურ შეფასებებს, ვიდეობლოგებს.

Business Insider Georgia-ს მიზანია მკითხველს სანდო, კომპეტენტური და ექსკლუზიური ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები