დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ციკოლიასთან

Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ციკოლიასთან

2024-03-04 08:30:00

როგორ ვითარდება IT ინდუსტრია საქართველოში და რა გამოწვევების წინაშეა კომპანია Lineate, ამ და სხვა კითხვებზე,  Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ციკოლიას „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში ესაუბრა. 

ძალიან საინტერესო ისტორია აქვს Lineate-ს საქართველოში, ძალიან სწრაფად გაჩნდა ამერიკული კომპანია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ბევრ პროექტში ჩაერთო. ასევე თქვენი პოზიციაც, ძალიან სწრაფად რეგიონული ხელმძღვანელობიდან გადაინაცვლეთ ვიცე- პრეზიდენტის რანგში. რატომ იყო საქართველო თავიდანვე არჩეული და რატომ შეგარჩიეს თქვენ?

წლების წინ მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ძალიან რთული იყო წარმოგვედგინა, რომ ამდენი ამერიკული კომპანია ერთდროულად, ტექნოლოგიური ტექინდუქტრიდან ჩვენს ქვეყანაში დააფუძნებდა ბიზნესს და საქართველოდან დაიწყებდა საქმიანობას სხვადასხვა მასშტაბით და სხვადასხვა რაოდენობის თანამშრომლებით. დღეს ამერიკული კომპანიების რაოდენობა, იმ კომპანიების რაოდნეობა რომლებიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამ დარგს წარმოადგენენ, რომელშიც ჩვენ ვართ - კომპიუტერული უზრუნველყოფა, სისტემების, აპლიკაციების მოდერნიზაცია და ამავდროულად ბიზნესისთვის ნებისმიერი გადწყვეტილების შეთავაზება, რომელიც მათ შემდგომი განვითარების საშუალებას აძლევთ. ასეთი ამერკული კომპანიების რაოდენობა დღეს საქართველოში მაქსიმალურ დონეზეა და ბევრი მათგანი უყურებს საქართველოს როგორც მათი საქმიანობის ცენტრს მსოფლიოს გეოგრაფიაში. ანალოგიური ხედვა აქვს ჩვენმა კომპანიასაც.  რა თქმა უნდა ასევე აღსანიშნავია,  რომ ცვლილება ინდუსტრიაში მაშინ დაიწყო, როცა უკრაინაში ტრაგიკული ომი მიმდინარეობდა. 

ბევრ ამერიკულ კომპანიას რომელსაც ჰქონდა ოფისები განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, მოუწიათ გადაეხედათ საკუთარი განვითარების სტრატეგიისთვის და ბევრმა მათგანმა საქართველო აირჩია, როგორც გრძელვადიანი განვითარების შემდეგი ეტაპი.

ჩვენ ოფისები გვქონდა როგორც უკრაინაში ასევე რუსეთში, სამწუხაროდ უკრაინის ოფისის დახურვა მოგვიწია, ასევე დავხურეთ რუსეთის ოფისიც.  კომპანიის საქმიანობა ატლანტიკის მეორე მხარეს, ევროპის მიმართულებით სრულიად გადმოვიდატანეთ საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. ეს სამი ქვეყანა არის ჩვენი ძირითადი ცენტრი და ამ სამი ქვეყნიდან ევროპის მიმართულებით, საქართველო ჩვენი რეგიონული ჰაბია.

თავისთავად რუსეთის შეჭრას უკრაინაში მოჰყვა ტრაგიკული მოვლენები და სამწუხაროდ, ეს დღემდე გრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა კომპანიამ აირჩია საქართველო როგორც ჰაბი. ბუნებრივია, იმ პარტნიორ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა პოლონეთი და სომხეთი. ვითარება, როდესაც შემოხვედით საქართველოს ბაზარზე და განსაკუთრებით მინდა 2023 წელი მთლიანობაში შევაჯამოთ: რა ხდება ამ კუთხით ქართულ ბაზარზე? კომპანიას რა სირთულეები ჰქონდა და რა იყო თქვენი ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო ახლოს მისულიყავით იმ მიზნობრივ ჯგუფთან, ვისზეც მუშაობდით?

ამერიკული კომპანიის მხრიდან საქართველოს შერჩევა და შემდეგ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი განვითარების სტრატეგიის განხორციელება ძალიან კარგი ნიშანია, თუ რამდენად ახლო ეკონომიკური ურთიერთობა და ნდობა არსებობს. თუმცა არსებობს სხვა დამატებითი  წმინდა ბიზნესის ელემენტები, რომელსაც საბოლოოდ ამ გადწყვეტილებისკენ მიჰყავს კომპანიები. მათ შორის არის ის გადაყწვტილებები, რომლებსაც წლების განმავლობაში ხელს უწყობს ტექ ინდუსტრიის განვითარებას. ძალიან კარგი საკანონმდებლო ბაზაა საქართველოში, ასევე კიდევ 2 ქვეყანაა, სადაც ვაპირებთ განვითარებას, როდესაც შევაფასეთ ის საკანონმდებლო გარემო, რაც  საერთაშორისო ტექ კომპანიებისთვის არის, ახლოა იდეალურთან. შესაბამისად ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი ნაწილი ამ გადაყწვეტილების, შემდგომი იყო, რომ დავიწყეთ შეფასება, თუ რამდენად შეძლებს კომპანია სამომავლო განვითარებას, ხალხის სამსახურში აყვანასა და რამდენად არსებობს ეს ადამიანური რესურსი საქართველოში, ასევე შევნიშნეთ, რომ საქართველოში ვითარდება ეს ინდუსტრია და ჩვენ არ გაგვიჭირდება გარკვეული ხალხის სამსახურსი აყვანა. შარშან ჩვენ სამსახურში 60 ადგილობრივი ავიყვანეთ და წელსსაც დავიწყეთ დასაქმებულთა რაოდენობის შემდგომი ზრდა.

თქვენ ქმნით მოთხოვნას სამუშაო ადგილებზე?

საქართველო არ არის დიდი ბაზარი, თუმცა ჩვენ რომ შევხედოთ რაოდენობრივად რამდენი ადამიანია ჩართული ამ ინდუსტრიაში განათლებას იღებს, ან ტექ კომპანიებში საქმიანობს ან საკუთარ თავს ხედავს ამ ინდუსტრიაში, რაოდნობრივად ჩვენ უკვე ვართ თუნდაც სომხეთთან თანაბარ პირობებში. მიუხედავად იმისა რომ სომხეთმა ინდუსტრიის განვითარება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ასევე ამ ინდუსტრიაში დასაქმებულების რაოდენობთ ძალიან ახლოს ვართ რუმინეთთან. ეს არის ქვეყანა, რომელიც მოსახლეობით ჩვენსა და სომხეთზე ერთად 2-ჯერ უფრო დიდია. შესაბამისად, ეს ინდუსტრია საქართველოში კარგადაა განვითარებული. ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით მოდიან ამ ინდუსტრიაში

ზუსტად ახალგაზრდების ჩართულობაზე მინოდადა მეკითხა, თვეენ კიდევ ერთი უპირატესობა, რაც გარედან ჩანს და ალბათ ესაა თვითონ მიმართულება, მაღალანაზღაურებადია და დასაქმების კუთხით მათ შორის იგივე ჩვენს სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ამ მიმართულებით დასქმება პირველ ადგილზეა ანაზღაურების თვალსაზრისით, რაც ცალკე მიმზიდველობას ქმნის. საქართველოში წლებია პრობლემა იყო და არის პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით - ე.წ ტრადიციული პროფესიების არჩევა ხდებოდა ინერციით და შემდეგ შრომის ბაზარი ვერ პასუხობდა ამ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით თუ არის დაინტერესება / ცვლილება უნივერსიტეტებში სტუდენტების მხრიდან? თქვენ ყველა იმ უნივერისტეტთან თანამშრომლობთ რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობს?

უნვერსიტეტების გარდა, ერთ მაგალითს მოვიყვან ჩვენ კომპანიაში თავის დროზე დაარსდა ნიუ-იორკში, სადაც მდებარეობს კომპანიის სათაო ოფისი.  კომპანიის დამფუძნელებლიც არის ნიუ-იორკიდან, თავად დეველოპერი, ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებში და შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი კომპანიის დაარსება და დღემდე როგორც ამ კომპანიის CEO ჩართულია კომპანიის განვითარებაში. პირველივე დღიდან კომპანიაში შიდა განათელების პროცესი არსებობდა, რომლის მეშვეობით ჩვენ მუდმივ თანამშრომლებს ვთავაზობდით განვითარების გზებს. ამ შიდა განათლების პროცესიდან რომელსაც ჩვენ Lineate Development School  ვეძახით, საკუთარი ბრენდის ქვეშ არსებობს ეს პროდუქტი ლინეიტში,  60-70% ჩვენი თანამშრომლების მუდმივად Lineate Development School  -ის კურსდამთავრებულები არიან.  

ჩვენ საქართველოშიც დავაარსეთ შარშან საგანმანათლებლო პროგრამა და სამთვიანი სასწავლო პროცესი - ტრენინგი შევთავაზეთ, რომელშიც 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. სულ გვქონდა 25 ადგილი ამ კლასში.  სურვილის გამოთქმა უკვე ნიშნავდა, რომ ამ ხალხს უკვე რაღაც გარკვეული ცოდნა გააჩნდათ. შესაბამისად, ეს იყო ხალხი რომელთათვისაც ტექი, როგორც ინდუსტრია არ იყო უცხო. შესაბამისად, ინტერესიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ინტერესი ძალიან მაღალია. 25 ახალგაზრდიდან 5 ადამიანი შევარჩიეთ და შევთავაზეთ სტაჟირება ჩვენს კომპანიაში და დღეს 5-ვე ჩვენი გუნდის წევრია. 

ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. რთულია ჩვენს პროფესიაში და ჩვენს ინდუსტრიში. რთულია ამ  სფეროში გამოცდილების გარეშე. ხშირად, ჩვენს კლიენტებს, რომელებიც ამერიკის უმსხვილესი კომპანიები არიან, მათ ვისთანაც ეს ხალხი მუშაობს დიდად არ სურთ გამოუცდელი ხალხთან კომუნიკაცია და გარკვეული ტიპის რისკია, რთულია რადგან შიდა სამზარეულოს ხედავ, მათ პროექტებში მონაწილეობას ღებულობ, შენზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად გამართულად მუშაობს მათი მომსხურება და შესაბამისად, ძალიან ფრთხილად არიან. არის კითხვები, როცა ნებისმიერი ახალი ადამიანი მათ გუნდს ემსახურება. 5-ვე ახალი თანამშრომელი პირვლეივე დღიდან იყო ჩართული პროექტში და დღესაც 5-დან 4 სრულყოფილად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებშია.

აუცილებლად მინდა გკითხოთ დოჰას ვიზიტზე, ვიცი რომ აქტიური და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. თუ შეიძლება რომ მეტი გვიამბოთ ამ ნაწილზე...

საინტერესო ფაქტია, რადგან დოჰაში წინა კვირას შედგა ამერიკული ტექკომპანიების სავაჭრო მისია. სავაჭრო მისიის ორგანიზება მოხდა რამდენიმე კომპანიის მეშვეობის, მათ შორის  ასევე ჩართული იყო  ქალაქ ვაშინგტონში მდებარე ყატარის საელჩო და 11-მა ამერიკულმა ტექკომპანიამ მიიღო მონაწილეობა დოჰაში ვიზიტში და ამ კომპანიების სიაში ასევე ვიყავით ჩვენც. ამ კომპანების მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ, რომლების სახლეებიც საქართველოში იციან, მათ შორისაა EPAM და სხვები. ჩვენ 2 დღის განმავლობაში შევხდერები გვქონდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიებთან, და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, ვინც დაინტერესებულია მეტი ამერიკული ტექკომპანიების შემოსვლით ყატარის საემიროებში.

დოჰას ვიზიტიდან კარგი შედეგებით ჩამოვედით და რაც საინტერესოა, ყველას უკვირდა, რომ დანარჩენი კომპანიების სათავო ოფისებიდან ბევრი მდებარეობს დუბაიში. ბევრი კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვიდა დუბაიდან, ორი ლონდონიდან და ჩვენ ჩავედით თბილისიდან. ესაა პირველი მაგალითი, რომ ამერიკული კომპანიის რეგიონული ოფისი არის თბილისი და საქართველოდან ჩადის კომპანიის წარმომადგენლები უკვე ამ რეგიონში.

Lineate-ის, როგორც ამერიკული კომპანიის შემოსვლა არის კარგი მესიჯი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით, რომელსაც გამოყენება სჭირდება. თუნდაც, ერთი დოჰას მაგალითია ამისი დადასტურება.

წარმატება არის ნდობა, რასთან ერთადაც მოდის კიდევ უფრო მეტი გამბედაობა, რომ ამ რეგიონს, რომელსაც არ ვიცნობ მოდი უფრო სხვანაირად შევხედო და საზოგადოებას რომ ავუხსნათ რითი განსხვავდება ოფისი და რეგიონული წარმომადგენლობა ერთმანეთისგან. რეგიონულ ოფისს ცოტა უფრო მეტი დატვირთვა გააჩნია, სხვა ფუნქციებიც და ძირითადი საქმიანობისა და დეველოპერებისა გარდა დასაქმებული არიან პროექტმენეჯერები, მარკეტინგი, ევროპის მიმართულებით გაყიდვები, განათლების სკოლა ანუ ყველა ის ფუნქცია და მიმართულება რაც კომპანიას აქვს სათაო ოფისში, ანალოგიურად ყველა ეს ფუნქცია გააჩნია თბილისის ოფისს.

როგორია საქართველოში ვითარება ტექეკოსისტემის მიმართულებით? სად ვართ და რა გვჭირდება საუკეთესო სცენარისკენ წასასვლელად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაწილში იქნება თუ არა ეს დადებითი ეფექტის მატარებელი?

ჩემი წინა პროფესიიდან გამომდინარე, მეც შევითავსე, რომ  მაბარია ინვესტორებთან ურთიერთობა გარკვეულწილად და ჩვენი კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ შემდგომ უკვე მე, ყველა ჩვენს ინვესტორს და კლიენტს გავუზიარე პატარა ანალიზი იმისა,  თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, და რამდენად დადებითად აისახება რეგიონზე ზოგადად.

ბევრი მათგანი, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ყველა ამერიკული კომპანიაა და ამერიკული ინვესტორები, პასუხად მოვიდა, რომ მათთვის ეს დადებითი და კარგი სიახლეა, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი ნდობის მაჩვენებელია და ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და რეგიონიც საკუთარი თვალით ნახონ. მთავარი მეიჯი ისაა, რომ ჩვენ ვართ დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და შესაბამისად მოლოდინია, რომ ჩვენ, როგორც ბიზნესის თვალსაზრისით ასევე სხვა კუთხით ანალოგიური პროცესები გვაქვს და ანალოგიური მიდგომა გვაქვს ბიზნესის კეთებაზე.

ინვესტიციები ტექნოლოგიებში - როგორ უყურებთ ამ კუთხით სად ვართ და რამდენად ვფორმირდებით მიმზიდველ ნაწილად ამ თვალსაზრისით?

როგორ ვუყურებ ტექნოლოგიების განვითარებას:  მახსოვს წლების წინ სანფრანცისკოში, 2016 იყო, თუ არ მეშლება, პირველი სტარტაპ საქართველო ღონისძიება ჩატარდა, და მახსოვს ქართველი სტარტაპერები როგორი გულანთებული ჩამოვიდნენ კალიფორნიაში და როგორი მონდომებულნი,  რომ ესწავლათ და გაეგოთ თუ რა გარემოა. ბოლოს შეხვედრებს დავესწარი 2022 წელს და რომ ვადარებ, თუ როგორი ტრანსფორმაცია მოხდა და როგორი მომზადებული ჩამოვიდნენ. პირველ შეხვედრაზე საუბარი არ იყო ინვესტორებთან შეხვედრაზე, მაშინ ჩამოვიდნენ, რომ უბრალოდ გაეგოთ, თუ რა გარემოა. 2022-ში კი ცალკე 2 საათიანი სესია იყო, სადაც ჩვენი სტარტაპერები გამოდიოდნენ თავიანთი ე.წ სფიჩით და ინვესტორებთან ჰქონდათ საუბრები და უკვე ჯგუფურად და უშუალოდ თანხის მოზიდვაზე იყოე საუბარი. ანუ ძალიან დიდი ნაბიჯია უკვე წინ გადადგმული.

რაც ეხება იმას, თუ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ჩვენ რა ადგილი გვიკავია, ალბათ გულწრფელი ვიქნები ყველაზე ნაკლები პირდაპირი ეფექტი ინდუსტრიის განვითარებაზე აქვს ჩვენს ქვეინდუსტრიას ტექნოლოგიურს, ჩვენ არ ვართ ფროდაქთ ბეისდ ინდუსტრია, ჩვენთან ძირითადად არიან კომპანიები, რომლებიც ჩვენ ნაწილში ტექნოლოგიურ მომსახურებას უწევენ საერთაშორისო კომპანიებს. შესაბამისად, შედარებით ნაკლებ ღირებულებას ტოვებენ ქვეყანაში, რომელშიც არიან. მაგრამ ამავდროულად ყველაზე დიდი და კარგი ეფექტია ის, რომ ხალხი ვინც ამ კომპანიებშია დასაქმებული, ხდება საერთაშორისო გამოცდილებისა და საერთაშორისო პროექტების ნაიწლი.

ყველა იმ ადამიანს აქვს საშუალება გაიგოს, ისწავლოს, თუ როგორ კეთდება ბიზნესი წამყვან კომპანიებში წამყვან ქვეყნებში და შემდგომ უკვე ეს ცოდნა გამოიყენონ იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი შექმნან ან წარმატებულად გააგრძელონ საქმიანობა სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებლობის ფანჯარა გლობალურ ტექინდუსტრიაში, ჩვენ ინდუსტრიას ყველაზე კარგად  შეუძლია მისცეს ქართველ პროფესიონალებს. მგონია, რომ ბოლო 2 წელია ისტორიული ტრანსფორმაცია მოხდა და გაიზარდა იმ პროესიაონალების რაოდენობაა, ვინც საერთაშორისო კომპანიებში პროექტებში მონაწილეობს და წარმატებულად აკეთებენ საკუთარ საქმეს.

როგორია 2024 წელს კომპანიის გეგმები?

ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას ისევე, როგორც ყველა სხვა  ინდუსქტრიაში დამოკიდებული ვართ, თუ როგორია ზოგადად ეკონომიკური პროგნოზი აშშ-ში. შარშანდელი წელი ოდნავ რთული იყო ინდუსტრიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ  წელი ამერიკაში დაიწყო იმით, რომ ბევრმა ტექკომპანიამ შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა, ჩვენ პირიქით ვიზრდებით, თანხებს და ინვესტიციებს ვდებთ ახალ ინდუსტრიებში და ანალოგიურად საქართველოშიც ვაპირებთ დაახლოებით 8-10 მლნმდე ინვესტიციის განხორციელებას და წლის ბოლომდე რამდნეიმე ათეული ახალი თანამშრომლის აყვანას.

რა გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა?

რთული კითხვაა. ალბათ ერთი ელექსირი ამის არ არსებობს და ჩემი 10 წლიანი გამოცდილებით ამ ინდუსტრიაში იყო პერიოდი, როცა ვთვლიდით, რომ საგადასახადო სისტემა არის მთავარი და რამდენადაც ლიბერალური არ უნდა იყოს საგადასახადო სისტემას მოჰყვება ბევრი ინვესტიცია და შესაბამისად, აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ბევრი სხვა რამ არის საჭირო და გასაკეთებელი. კომპანიები ბევრ სხვა რამეს აფასებენ. ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველოს შიდა ბაზარი არ არის იმდენად დიდი, რომ საერთაშორისო მსხვილი კომპანიებისთვის იყოს მიმზიდველი, თუმცა ამავდროულად ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მსყიდველობითი უნარი როგორც კი იზრდება, უფრო საინტერესოც ხდება სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, რომლებიც შიდა ბაზარს უყურებენ და აფასებენ.

მგონია, რომ ჩვენ ერთი კარგი მაგალითი გვჭირდება იმისათვის, რომ მოხდეს ტრანსფორმაცია. რომელიმე ინდუსტრიაში შემოვიდეს მონსტრი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ძირეულ ცვლილებას მოიტანს, რაც ასევე გამოიწვევს სხვა დანარჩენ ქვეინდუსტრიების ტრანსფორმაციას.

მაქვს შეგრძნება, რომ ახლოს ვართ  რეალობასთან, როცა საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ასე შეაფასებენ. ასევე არის მეორე პარალელური პროცესი, განვაგრძოთ სწრაფი განვითარება, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ განათლებას, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული საერთაშორისო პროექტებში, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ საქართველოს იმიჯი გავზარდოთ მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ქვეყნის, სადაც ბიზნესის კეთება არამარტო მარტივია, არამედ არის არამედ სანდო. ეს იმიჯი რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ და მგონი,ა რომ ერთობლიობაში ეს საუბარი სხვა სურათის ფონზე გვექნება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები