დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Central Park Towers-ში, პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის ორი რესტორანი Chotto Matte და Beefbar-ი გაიხსნება

Central Park Towers-ში, პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის ორი რესტორანი Chotto Matte და Beefbar-ი გაიხსნება

2024-04-04 16:00:00

2025 წელს თბილისის მეგა რეზორტში Central Park Towers, რომელიც „ორბის“ და „ბლოკის“ ერთობლივი პროექტია, პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის 2 რესტორანი Chotto Matte და Beefbar გაიხსნება.

ექსკლუზიურ შეთანხმებებს ხელი ლონდონსა და მონაკოში მოეწერა. 

Beefbar
სანტ-როპეს, ნიუ-იორკის, მიკონოსის, მონაკოს, მილანის, პარიზის, ჰონკონგისა და სხვა გამორჩეული ქალაქების შემდეგ, Beefbar-ის პირველი რესტორანი აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ თბილისში გაიხსნება.  

Beefbar ცნობილმა ფრანგმა კრეატიულმა რესტორატორმა და პრემიალური ხორცპროდუქტების ექსკლუზიურმა იმპორტიორმა რიკარდო ჟირაუდიმ მონაკოში დაარსა. იგი მსოფლიოს მასშტაბით  ყველაზე გამორჩეულ, კომფორტულ და ელეგანტურ სარესტორნო სივრცეებს ქმნის უმაღლესი კლასის სასტუმროებში.
უნიკალური კოსმოპოლიტური კონცეფციით, არაორდინალური საავტორო მენიუთი და გლამურული არქიტექტურული გადაწყვეტებით Beefbar არღვევს გასტრონომიული სამყაროს ტრადიციებს და სტუმრებს სრულიად ახალ შეგრძნებებსა და გამოცდილებებს სთავაზობს. “Reference for meat lovers”- ეს არის ფრაზა, რომლითაც ბრენდი საკუთარ თავს აღწერს. 

Chotto Matte
ლონდონის, სან ფრანცისკოს, მაიამისა და ტორონტოს შემდეგ Chotto Matte სტუმრებს Central Park Towers-ში უმასპინძლებს. 
Chotto Matte-ს პირველი ფილიალი ლონდონში, სოჰოში ცნობილმა რესტორატორმა კურტ ზდესარმა გახსნა. მას შემდეგ, რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში. Chotto Matte-ში წარმოდგენილია იაპონურ-პერუული ავთენტური სამზარეულოს საუკეთესო მიქსი - ნიკეი. რესტორნის ინოვაციური მენიუ აგრძელებს ნიკეის სამზარეულოს ტრადიციებს და გვთავაზობს ექსკლუზიურ საავტორო კერძებს, რომლებიც იქმნება ჯანსაღი, ახალთახალი პროდუქტებით. აღსანიშნავია, რომ იაპონურ-პერუულ სამზარეულოებს ძალიან რთული და კომპლექსური რეცეპტები აქვთ. შესაბამისად, მათი შექმნა ან გამეორება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. იაპონურ-პერუული რესტორანი შენობის ბოლო სართულზე განთავსდება, საიდანაც თბილისის 360 გრადუსიანი პანორამული ხედი გადაიშლება.

„Chotto Matte გაცილებით მეტია ვიდრე რესტორანი. ჩვენ მიზნად ვისახავთ გავახაროთ თითოეული სტუმარი და შევუქმნათ დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება“- ვკითხულობთ ბრენდის აღწერაში.

 “Central Park Towers საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს და დანერგავს სრულიად ახალ სტანდარტს. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, რომ Chotto Matte იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციულ პროექტში“ - აცხადებს Chotto Matte-ს დამფუძნებელი კურტ ზდესარი.

Central Park Towers
Central Park Towers-ის მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება. მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდებითა და მასშტაბით აღნიშნული პროექტი, თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების - ლონდონის, პარიზისა და მილანის გვერდით დააყენებს.

Central Park Towers „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი გრანდიოზული პროექტია, რომელიც ყაზბეგის გამზირზე შენდება და მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს. მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს  გახსნა.

მულტიფუნქციურ სივრცეში  განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო. ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე უმასპინძლებს როგორც საქმიან, ისე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს. კომპლექსში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.

Central Park Towers-ში თავმოყრილი იქნება Fine Dining-ის  პრემიუმ რესტორნები. თაუერის ბოლო სართულზე განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მეგა რეზორტში არსებული საერთაშორისო ბრენდის  5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ნომრების შეძენა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები