დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
CFD მექანზმით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოში ენერგოსექტორი და ელექტროენერგიის გენერაცია წახალისდეს - ლაშა ხუციშვილი

CFD მექანზმით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოში ენერგოსექტორი და ელექტროენერგიის გენერაცია წახალისდეს - ლაშა ხუციშვილი

2023-05-11 10:40:54

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ენერგოსისტემისთვის CFD მექანზმი (ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელი) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ პროცესში წამყვანი როლი ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

„ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა მექანიზმი,რომელიც მაქსიმალურად აზღვევს ფისკალურ რისკებს, ასევე შესაძლებლობას იძლევა, წახალისდეს ენერგოსექტორი და ელექტროენერგიის გენერაცია საქართველოში.

პირველი აუქციონის შედეგებიდან თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია ვთქვათ, რომ საკმაოდ მოქნილი და მიმზიდველი მექანიზმია, მათ შორის კერძო სექტორისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ შეთავაზებაზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე შეთავაზება მოცულობების ნაწილში. 

ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება. კერო სექტორის მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად“, - განაცხადა ხუციშვილმა.  

ინფორმაციისთვის, CFD-ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელია. ამ ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა.

აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იქნა 900 მგვტ სიმძლავრის განცხადებები. (300 მგვტ გადანაწილდა შემდეგი სახით: 150 მგვტ. ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე არსებული), 70-70 მეგავატი ქარის და მზის ელექტროსადგურებისთვის, ხოლო 10 მგვტ. კი სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებზე).

იგივე თემაზე: 

CFD-ის პირველ აუქციონზე 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა - სამინისტრო

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები