დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვმუშაობთ და  ვაწვდით იმ პროექტებს, რაც საქართველოში უნდა განხორციელდეს - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

ჩინეთთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვმუშაობთ და ვაწვდით იმ პროექტებს, რაც საქართველოში უნდა განხორციელდეს - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

2024-03-02 14:00:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი გიორგი აბაშიშვილის რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ამბობს საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აქტიურად მუშაობს ჩინეთთან და აწვდის იმ პროექტებს რაც საქართველოში უნდა განხორციელდეს.

მისი თქმით, ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მსოფლიოში, არის სიდიდით მეორე ეკონომიკა და ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს სურვილი, რომ პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდეს.

„ჩინეთის სავაჭრო პარტნიორია აშშ და ევროკავშირი. რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს სურვილი ჩინეთთან გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. გვაქვს შესაბამისი სტრატეგია და ხედვა, ეს როგორ უნდა გაკეთდეს.  ჩინეთთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვმუშაობთ და  ვაწვდით იმ პროექტებს რაც საქართველოში უნდა განხორციელდეს. უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს გარკვეული ტიპის ინვესტიციების შემოდინებას.

ეს შეიძლება არ იყოს დიდი კაპიტალი მაგრამ საშუალო ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მივიღოთ მეტი შედეგი ექსპორტისა და ინვესტიციების განვითარების კუთხით, ჩინეთში არის პროფილური ღონისძიებები, სადაც ქართულმა ბიზნესმა და  კომპანიებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ. ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობთ ბიზნესს ამ მიმართულებით და კვლავაც განვაგრძობთ მხარდაჭერასა და ამ კუთხით მუშაობას და იმ ინფორმაციის გავრცელებას ჩინეთის ბიზნესსექტორში, რომელიც საინტერესო იქნება მათთვის თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - ამბობს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები