დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე, არამედ დავდექით მტკიცედ და მოვიპოვეთ ეს ისტორიული გამარჯვება - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე, არამედ დავდექით მტკიცედ და მოვიპოვეთ ეს ისტორიული გამარჯვება - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-12-15 20:38:00

გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მომენტს, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ - ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება. 

„მოგესალმებით ხალხო, ჩემო დებო და ძმებო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მომენტს, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ - ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს. ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით. ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ შევდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და მოვიპოვეთ ეს გამარჯვება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები