დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ტრაზიტულ-ლგისტიკური ჰაბი და ადამიანებმა გამოიყენონ საქართველო როგორც ე,წ, ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანა - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ტრაზიტულ-ლგისტიკური ჰაბი და ადამიანებმა გამოიყენონ საქართველო როგორც ე,წ, ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანა - მარიამ ქვრივიშვილი

2024-04-14 12:53:00

ვიდრე აეროპორტის ოპერირებაში შესვლა მოხდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობას ექნება მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის განვითარებისთვის, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 0,2%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია აეროპორტის გამტარუნარიანობა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტს ჰქონდეს ყველა ის მომსახურება, ყველა ის სერვისი და მიმართულება, რომელიც დღეს და მათ შორის მომავალიც იქნება მოთხოვნადი შიდა და საერთაშორისო აეროპორტის მხრიდან. 

„იცით, რომ ჩვენი ამოცანა არის მეტი პირდაპირი ფრენების დანიშვნა და უზრუნველყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან, დარწმუნებულები ვართ, რომ მიმდინარე წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, რადგანაც საქართველოსადმი მოთხოვნა იზრდება და არც ჩვენ ვაკლებთ ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ ვიცილოთ მეტი პირდაპირი ფრენა ევროპის ქვეყნებთან, ყურის ქვეყნებთან, რომელიც პირდაპირ ასტიმულირებს ტურისტული ნაკადების შემოსვლას, შემოსავლების ზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რა თქმა თქმა უნდა დედაქალაქის მთავარი აეროპორტი მეტი გამტარუნარიანობით ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს მეტი ტურისტი, მეტი მგზავრი და მათ შორის ჩვენმა ქვეყანამ ახალი ამბიციური განაცხადი გააკეთოს საერთაშორისო არეალზე, რომ ჩვენ შეგვძილია ვიყოთ ტრაზიტულ-ლგისტიკური ჰაბი და ადამიანებმა გამოიყენონ საქართველო როგორც ე,წ, ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები