დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, ქართულ ენაზე განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი - ვთანდილ კასრაძე

ჩვენი მიზანია, ქართულ ენაზე განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი - ვთანდილ კასრაძე

2024-03-19 11:37:00

ჩვენი მიზანია, ქართულ ენაზე განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი, - GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა, რათა საქართველოს ეკონომიკა დაეფუძნოს ციფრულ ტრანსფორმაციას. 

„დღეს შეუძლებელია ნებისმიერი ქვეყანა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო გეგმები გვაქვს. სამეცნიერო მიმართულებით შევქმნით ჯგუფს, რომელიც იმუშავებს კორპორაციული ბიზნესაპლიკაციების შექმნაზე, რომელიც გამოიყენება ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სისტემაში. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი, საქართველოს ვალია ქართულ ენაზე განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.  

მისი თქმით, დღევანდელ ციფრულ ეპოქაში თუ ვერ შევძელით, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზეც იყოს ხელმისაწვდომი, გლობალიზაციის პირობებში კონკურენტუნარიანობას დავკარგავთ.

„ჩვენი სამეცნიერო მიმართულების ფოკუსი იქნება ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ის რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს“, - განაცხადა კასრაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები