დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, სადაც აბიტურიენტები და სტუდენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ - რესან ქიქავა

ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, სადაც აბიტურიენტები და სტუდენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ - რესან ქიქავა

2023-09-27 17:00:16

განათლების მე-13 საერთაშორისოო გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით წელს კვლავ მე-11 პავილიონში ფიზიკური ფორმატით ჩატარდება.

დაგეგმე შენი მომავალი ჩვენთან ერთად!  ამ მესიჯის ფარგლებში შეეცდება წელს ორგანიზატორი კომპანია განათლების სისტემაში არსებული სიახლეებისა და სასწავლო პროგრამების მომხმარებლამდე მიტანას.

ამასთან ერთად ღონისძიება საშუალებას იძლევა დააკავშიროს ერთმანეთს განათლების სფეროს პროფესიონალები, აბიტურიენტები, სტუდენტები, რომლებსაც სურთ ცოდნის დონის ამაღლება, ხარისხის გაუმჯობესება, პროფესიის არჩევა და ან შეცვლა.

ამ საკითხებზე Business Insideer Georgia-სთან გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა საუბრობს:

უძრავი ქონების კვირეული ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც კი აქამდე გამართულა - რესან ქიქავა

  • რა არის განათლების გამოფენის უპირველესი მიზნები და ამოცანები?

 

პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო შესაძლებლობების და სწავლის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. განათლების გამოფენა ჩვენნაირ განვითარებად ქვეყანაში შეიძლება გახდეს პოზიტიური ცვლილებების ხელშემწყობი. ჩვენ გვჯერა რომ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი საერთო კეთილდღეობა განათლების მეშვეობით, სწორედ ამიტომ წელს უკვე მეთორმეტედ ვატარებთ აღნიშნულ ღონისძიებას.

 

  • რა შესაძლებლობებს აძლევს დღეს განათლების გამოფენა სტუდენტებს?

 

პირველ რიგში ეს ღონისძიება უზრუნველყოფს ერთ სივრცეში მოუყაროს თავი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროგრამებს და სერვისებს. სტუდენტებს შეუძლიათ ადგილზე დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები. ამას გარდა მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ ინფორმაციას სტიპენდიების, გრანტების და ფინანსური დახმარების ვარიანტების შესახებ. ეს შეიძლება იყოს ფასდაუდებელი სტუდენტებისთვის,რომლებიც ეძებენ  განათლების დაფინანსების გზებს. ასევე ამ ღონისძიებას შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს გაეცნონ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს. 2 დღის მანძილზე უწყვეტად მიიღონ შთაგონება დარგის პროფესიონალებისგან, გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს, მოისმინონ წარმატებული ადამიანების გამოცდილებები, ადგილზე მიიღონ რჩევები. და ბოლოს ასე შევაჯამებდი, ეს არის ადგილი, სადაც მათ რეალურად შეუძლიათ  გააზრებულად დაგეგმონ საკუთარი მომავალი.

 

  • რა სახის საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე?

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები და კოლეჯები, რომლებიც დამთვალიერებელს სთავაზობენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.

პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პრაქტიკულ უნარებს და გასცემენ სერტიფიკატებს სხვადასხვა პროფესიებსა და ინდუსტრიებში. ფინანსური განათლება; რომელიც წელს პირველად ეროვნული ბანკის ინიციატივით და ბაზარზე არსებული თითქმის ყველა მსხვილი ბანკის ჩართულობით გაიმართება.

სტიპენდიები და საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები, რომლებსაც წარმოადგენენ ამერიკის საელჩო, DAAD საქართველო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. დასაქმების ფორუმი, რომელიც  ადგილზე მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაიარონ პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრებები.

 

რა სახის სემინარები ან პრეზენტაციები იქნება შემოთავაზებული განათლების გამოფენის დროს?

 

წლევანდელი პროგრამა უხვად იქნება დატვირთული სამოტივაციო გამოსვლებით. როგორც მონაწილე ისე პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ჩაინიშნება შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებთან.  დისკუსიები იქნება მრავალმხრივი და შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა, კარიერის დაგეგმვა, სამუშაო მზადყოფნა, საზღვარგარეთ სწავლის სირთულეებთან გამკლავება და სხვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები