დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ჰაბი - ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ჰაბი - ნიკოლ ფაშინიანი

2024-01-26 17:53:00

ორი ქვეყნების საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა, რაც საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დროს შეამცირებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შედგა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის და ასევე მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება, რაც ხელს უწყობს კომისიის მუშაობას.

დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობების. განხილვებისას ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნაზე და კავშირების შესაძლებლობებზე. უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნების საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა, რაც საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დროს შეამცირებს.

ჩვენს კოლეგებს ასევე წარვუდგინე სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რაზეც ვისაუბრე წინა წელს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მონაწილეობის დროს. ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონში ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი.

ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ჰაბი, რაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში. ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართაც სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. საქართველომ და სომხეთმა დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანდასახულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ სხდომის დროსაც“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები